შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 8

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ბრუნვითი დოპლერის ეფექტი არაწრფივ ოპტიკაში
ბრუნვითი დოპლერის ეფექტი არაწრფივ ოპტიკაში

Nature-ს მარტის ნომერში გამოქვეყნებული სტატიაში მოთხრობილია, რომ ბირმინგემის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ფიზიკოს ექსპერიმენტატორები (პროფ. ტომას ზენტგრაფი, დოქტ. გუიხი ნლი და პროფ. შუანგ ჟანგი) პირველად დააკვირდნენ სინათლის ბრუნვით დოპლერის ეფექტს, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ თეორიულად იწინასწარმეტყველა ნობელის პრემიის ლაურეატმა ნოკოლაას ბლოემბერგენმა (ჰოლანდია).

ბრუნვით გამოწვეული ტალღის სიგრძის მცირე წანაცვლების უშუალო დაკვირვება ძალზე რთულია, რაც განპირობებულია ლაბორატორიული ობიექტების ბრუნვის სიჩქარის სიმცირით სინათლის სიჩქარესთან შედარებით. კერძოდ, მბრუნავ ობიექტში სინათლის გავლის შემდეგ სხივის ტალღის სიგრძის წანაცვლება საწყისის მეტრილიონედია. ამიტომ ეფექტის გასაძლიერებლად გამოყენებული იქნა სინათლის ინტერფერენცია. დოპლერის წანაცვლება გაზომილი იქნა სამმაგი ბრუნვითი სიმეტრიის მქონე მბრუნავ ოპტიკურ კრისტალში გამავალი წრიულად პოლარიზებული სხივის მეორე ჰარმონიკის მეშვეობით. ექსპერიმენტიდან დადგინდა, რომ წრიულად პოლარიზებული მეორე ჰარმონიკა, რომლის პოლარიზაციაც ძირითადი სხივის საპირისპიროა, „განიცდის“ წანაცვლებას ოპტიკური კრისტალის ბრუნვით სიხშირეზე სამჯერ მეტი სიდიდით. მომავალში არაწრფივი ოპტიკის ამ ეფექტმა შეიძლება ფართო გამოყენება ჰპოვოს ტურბულენტობის, მოლეკულების ბრუნვითი თვისებებისა და სხვა დარგების შესწავლისას.

წყარო:
http://phys.org/n...=item-menu
http://www.nature...s3699.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.