კოსმოსური რენტგენული ობსერვატორიის Chandra-ს (NASA) მეშვეობით ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ მზის ქარიშხალი იუპიტერზე იწვევს რენტგენულ ჩრდილოეთის ნათებას, რომელიც რვაჯერ კაშკაშაა ჩვეულებრივთან შედარებთ და რამდენიმე ასეულჯერ უფრო მძლავრია ვიდრე დედამიწის ჩრდილოეთის ნათება. მზე განუწყვეტლივ გამოტყორცნის სივრცეში ნაწილაკების ნაკადს, რომლებიც ქმნიან მზის ქარს. მზეზე შტორმებისას ქარი ძლიერდება. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მძლავრი მზის შტორმების ზემოქმედება იწვევს მაღალი ენერგიის რენტგენულ გამოსხივებას იუპიტერის ჩრდილოეთის პოლუსთან და წარმოქმნილი ნათების რადიუსი დედამიწის ზომებს აჭარბებს.
აღმოჩენა გაკეთდა კოსმოსური ზონდის Juno-ს (NASA) იუპიტერთან მიახლოებასთან ერთად. Juno გაშვებული იქნა 2011 წელს და წელს ზაფხულში იწყებს თავის მისიას - იუპიტერის მაგნიტური ველის, მაგნიტოსფეროს და ნათების შესწავლა. ეს საშუალებას მოგვცემს დავახასიათოთ ეგზოპლანეტები და გავარკვიოთ არის თუ არა იქ სასიცოცხლო პირობები.
წყარო: