შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

დაკვირვებები პლანეტის ჩამოყალიბების პროცესზე
დაკვირვებები პლანეტის ჩამოყალიბების პროცესზე

პლანეტების ფორმირების ზუსტი მექანიზმის დადგენა ამჟამად აქტუალური საკითხია. მეცნიერებისათვის ცნობილია, რომ პლანეტები იმავე კოსმოსური მტვრისაგან წარმოიქმნება, რისგანაც ვარსკვლავი. 2014 წლიდან მოყოლებული მრავალი ობსერვატორიიდან აკვირდებიან ვარსკვლავს HL Tauri-ს (კუროს თანავარსკვალვედი), რომელსაც გარს აკრავს კოსმოსური მტვერი. ნიუ მექსიკოში (აშშ) განთავსებული რადიო ობსერვატორიის VLA-ს (Very Large Array) მეშვეობით, ასტრონომებმა მტვრის დისკოში შენიშნეს მკვეთრად გამოყოფილი უბანი - შეჯგუფებული კოსმოსური მტვერი. მეცნიერების ვარაუდით, ეს გროვა დისკოში გრავიტაციული ველის არაერთგვაროვნებების შედეგად შეიქმნა და ეს არის პლანეტის ჩამოყალიბების ერთ-ერთი პირველი საფეხური. დაკვირვებების მიხედვით, გროვის მასა 3-8 დედამიწის მასის ტოლია.

დისკოს შიდა რეგიონში მტვრის ნაწილაკების ზომა დაახლოებით 1 სანტიმეტრის რიგის უნდა იყოს. ასტრონომების ვარაუდით სწორედ ასეთ რეგიონებში ხდება დედამიწის მსგავსი პლანეტების ჩამოყალიბება. დროთა განმავლობაში ხდება ნაწილაკების გაერთიანება შედარებით დიდი ზომის მარცვლებად, რაც მომავალში, თუ პირობები ხელს შეუწყობს, სრულყოფილ პლანეტაში გადაიზრდება.

HL Tauri-ს ნათობის და ეფექტური ტემპერატურიდან გამომდინარე, ის დაახლოებით 100,000 წლის უნდა იყოს. ასეთი ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო პროტო-პლანეტის დაფიქსირება ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან, როგორც აქამდე იყო ცნობილი, ამ ასაკის ვარსკვლავის გარშემო პროტო-პლანეტებს არ უნდა ჰქონოდათ საკმარისი დრო ჩამოსაყალიბებლად. ამიტომ ეს აღმოჩენა ერთგვარი რევოლუციაა პლანეტების ფორმირების თეორიაში.


cdn4.sci-news.com/images/enlarge/image_2259_1e-HL-Tau.jpg
(ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული HL Tauri)

დამატებითი ინფორმაცია:
1. http://arxiv.org/...3731v1.pdf
2. https://public.nr.../hltau-vla

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.