ზოგიერთი მოწყობილობის მთლიანი შეცვლა, ან მისი ნაწილების შეკეთება, შესაძლოა რთული და საკმაოდ ძვირი აღმოჩნდეს (მაგალითად ინპლანტები). ამიტომ იდეალური იქნებოდა რეგენერაციის უნარი მქონე ნივთების გამოგონება. ელექტრო ხელსაწყოების აღსადგენად მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური ნანო ნაწილაკები ოქროსა და პლატინისაგან, რომლებიც იკვებებიან წყალბადის პეროქსიდისგან. პლატინასთან ურთიერთქმედებით საწვავი გამოყოფს წყალს და ჟანგბადს, რაც ამოძრავებს ნაწილაკებს. კვლევამ აჩვენა, რომ როცა ეს ნანო ნაწილაკები, რომლებიც დენის კარგი გამტარი მეტალებისგან არიან დამზადებული, შეუშვეს დაზიანებულ ელექტრულ სადენშე, მათ შეავსეს “ნაკაწრები” და აღადგინეს დენი. მსგავსი კონცეფცია შეიძლება მედიცინაშიც იქნას გამოყენებული, კერძოდ, მოხდეს წამალის გადატანა გარკვეულ ორგანოში. მეცნიერები მუშაობენ ნანო ნაწილაკების გაუმჯობესებაზე, რომლებიც ჩაინერგებიან სხეულში და განგვკურნავენ სხვადასხვა დაავადებებისაგან.