შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 315
ბოლო წევრი: bakurijgharkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

Materiable
Materiable

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მედია ლაბორატორიაში შექმნეს ციფრული ინტერფეისი და დაბალი გარჩევადობის 3D დისპლეი, Materiable, რომელიც შედგება პლასტმასის მოძრავი თეთრი ღეროებისაგან.

ზემასიური შავი ხვრელების წყარო
ზემასიური შავი ხვრელების წყარო

Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ის ბოლო ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში მოთხრობილია, რომ NASA-ს კოსმოსური ტელესკოპების (Chandra, Hubble და Spitzer) მონაცემებზე დაყრდნობით და რიცხვითი სიმულაციების მეშვეობით იტალიელმა მკვლევარების ჯგუფმა მოახდინა ორი შორეული ძლიერი რენტგენის გამოსხივების წყაროს იდენტიფიცირება როგორც შავი ხვრელების ჩანასახები. ეს მასიური ობიექტები (100 000 მზის მასის რიგის მასით) დაიკვირვება დიდი აფეთქებიდან არაუმეტეს მილიარდი წლის შემდგომ და მათი შესწავლა შესაძლოა დაგვეხმაროს გადავჭრათ ადრეულ სამყაროში ზემასიური შავი ხვრელების არსებობის პრობლემა.

სინათლის ახალი ფორმა
სინათლის ახალი ფორმა

ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, აღმოჩენილია სინათლის ახალი ფორმა, რომელშიც ფოტონის კუთხური მომენტი არის პლანკის მუდმივას ნახევრის ჯერადი, რაც ეწინააღმდეგება გავრცელებელ ვარაუდს, რომ ყველა კვანტური ნაწილაკის კუთხური მომენტი უნდა ღებულობდეს ამ მუდმივას მხოლოდ მთელ მნიშვნელობებს.

ზეახალის საწვავის მარაგი მიგვანიშნებს "დიდ წინაპრებზე"
ზეახალის საწვავის მარაგი მიგვანიშნებს "დიდ წინაპრებზე"

Astrophysical Journal-ის ბოლო ნომერში გამოქვეყნებული სტატია მოგვითხრობს, რომ ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტის ასტრონომების აღმოაჩენის თანახმად ზოგიერთ Ia ტიპის ზეახალ ვარსკვლავს გააჩნია რადიოაქტიური საწვავის მარაგი, რის შედეგადაც მათი ნარჩენი გამოსხივების დრო სამჯერ მეტია ვიდრე აქამდე ეგონათ.

ვარსკვლავური კანიბალიზმი ვარსკვლავს გარდაქმნის ყავისფერ ჯუჯად
ვარსკვლავური კანიბალიზმი ვარსკვლავს გარდაქმნის ყავისფერ ჯუჯად

Nature-ის ბოლო ნომერში გამოქვეყნდა სტატია, რომლშიც საუბარია ასტრონომების მიერ აღმოჩენილ ყავისფერ ჯუჯაზე, რომელიც უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი ვარსკვლავი სანამ მისი კომპანიონი თეთრი ჯუჯა გაძარცვავდა მას.  

მისია ალფა კენტავრისკენ
მისია ალფა კენტავრისკენ

მილიარდერი იური მილნერი და ცნობილი ფიზიკოსი სთივენ ჰოკინგი გვთავაზობენ უახლოესი ვარსკვლავის მონახულების პროექტს. ისინი აპირებენ საფოსტო მარკის ზომის აპარატი გაგზავნონ კენტავრის ალფასკენ რომელიც აღჭურვილი იქნება ნანო კამერებით, ძრავებით, ნავიგაციისა და კომუნიკაციის მოწყობილობით.

შავი ხვრელის გარშემო მბრუნავი აკრეციული დისკო გამოიკვლიეს
შავი ხვრელის გარშემო მბრუნავი აკრეციული დისკო გამოიკვლიეს

ესპანელმა ასტრონომებმა მიკროლინზირების ეფექტის გამოყენებით შეძლეს კვაზარში მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელის გარშემო მბრუნავი მატერიის აკრეციული დისკოს შიდა კიდის შესწავლა.

კოლაიდერის კონცეფცია მყარი-სხეულების ფიზიკაში
კოლაიდერის კონცეფცია მყარი-სხეულების ფიზიკაში

Nature-ის ბოლო ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში სანტა ბარბარას უნივერსიტეტის მკვლევარები გვთავაზობენ ნაწილაკების ამაჩქარებლების კონცეფციის გამოყენებას მყარი სხეულების ფიზიკაში გარემოს თვისებების შესასწავლად.

ჰიდრა დაფარულია ყინულით
ჰიდრა დაფარულია ყინულით

New horizons-ის ფოტოების ანალიზით დადგინდა, რომ პლუტონის ყველაზე შორეული მთვარე ჰიდრას ზედაპირი დაფარულია სუფთა ყინულით და თითქმის არ შეიცავს მტვერს და სხვა მინარევებს.

კოსმოსური მტვერი ავლენს დედამიწის უძველესი ატმოსფეროს შემადგენლობას
კოსმოსური მტვერი ავლენს დედამიწის უძველესი ატმოსფეროს შემადგენლობას

ჟურნალ Nature-ის მაისის ნომერში გამოქვეყნებული სტატის თანახმად, უძველესი მიკრომეტეორიტების კვლევით დადგინდა, რომ 2.7 მილიარდი წლის წინ დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებში საკმაოდ მაღალი იყო ჟანგბადის კონცენტრაცია, რაც ეწინააღმდეგება აქამდე გავრცელებულ მოდელს წარსულში ჟანგბადით ღარიბი ატმოფეროს არსებობის შესახებ.