დიაბეტით დაავადებული პაციენტებს ყოველდღიურად სჭირდებათ გლუკოზის სინჯის აღება. ეს მონიტორინგი აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული სისხლში შაქრის მაღალი დონისგან გამოწვეული ჯანმრთელობის გართულებები. ცხადია, ყოველდღიური სინჯის აღება და სხვა პროცედურები ნემსთან ხშირ კონტაქტს უკავშირდება, რაც არც თუ ისე სასიამოვნოა.
სეულში (სამხრეთ კორეა) მეცნიერების ჯგუფმა დაე-ჰეიონგ კიმის ხელმძღვანელობით შექმა ავტომატური სახვევი, რომელიც აკონტროლებს სისხლში გლუკოზის დონეს და მისი ამაღლების შემთხვევაში ორგანიზმში შეყავს შესაბამისი დოზის მედიკამენტები. მოწყობილობაში გამოყენებულია ნახშირბადის ატომებისგან შედგენილი საკმაოდ ელასტიკური და გამძლე მასალა - გრაფენი. გრაფენის სახვევების დამზადების მცდელობები ადრეც იყო, თუმცა ამ მასალის რიგი თავისებურება ხელს უშლიდა მკვლევარებს მიზნის მიღწევაში. ამჯერად გრაფენის სტრუქტურას დაამატეს ოქროს ნაწილაკები.
ახალი სახვევის სენსორები ზომავენ პაციენტის ორგანიზმიდან გამოყოფილი ოფლის pH-ის დონესა და ტემპერატურის ცვლილებას, რომლებიც თავის მხრივ მიგვანიშნებენ სისხლში გლუკოზის დონის ცვლილებაზე. სახვევის სენსორების გააქტიურების შემდეგ მიკრო ნემსები იწყებენ მეტფორმინის შეყვანას ორგანიზმში, რაც ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. მიკრო ნემსის ჩხვლეტა თითქმის არ იგრძნობა, მაქსიმუმ მცირე ღუტუნი შეიძლება გამოიწვიოს. გარდა ამისა ინოვაციურ სახვევს მონაცემები მობილურ ტელეფონზეც შეუძლია გადააგზავნოს. ახალ ტექნოლოგიას ძალუძს მთელი დღის განმავლობაში აკონტროლოს შაქრის დონე ორგანიზმში და გაუადვილოს ცხოვრება დიაბეტით დაავადებულებს.
წყარო: http://www.popsci...amp;dom=fb