ოტავას უნივერსიტეტის (კანადა) მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ვაკუუმში სპირალურად ("ბურღისებურად") პოლარიზებული სინათლე ჩამორჩება არაპოლარიზებულ სინათლეს, დაგვიანება კი შეადგენს ფემტოწამის მეათედს (10-16 წმ). ულტრამოკლე ლაზერის პულსის გაზომვა მოხერხდა FROG-ის (Frequency-Resolved Optical Gating) მეშვეობით. შედეგად დადგინდა, რომ პოლარიზაციის გრეხვის რიცხვის მომატება ამცირებს სიჩქარეს და ასეთი ტიპის სინათლის სიჩქარე ფუნდამენტურ მუდმივაზე (299,792,458 მ/წმ) დაახლოებით 0.1 %-ით ნაკლებია. სინათლის სიჩქარის ასეთი ზუსტი გაზომვები აქამდე არ იყო ჩატარებული. ვინადან პოლარიზაციის ცვლილებით შესაძლებელია სინათლის სიჩქარის შემცირება, გაჩნდა აზრი, რომ გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება მოხერხდეს სინათლის სიჩქარის გაზრდაც.
სინათლე გამოიყენება ინფორმაციის გადაცემისთვის. კოდირებისთვის შესაძლოა გამოყენებული იქნას, როგორც ფოტონების რაოდენობა (ინტენსივობა), ასევ პოლარიზაცია. სპირალურად პოლარიზებული სინათლით კოდირებას აქვს უპირატესობა, რამდენადაც თითოეულ ხვიაში შეიძლება სხვადასხვა სიმბოლოს კოდირება, რაც შესაძლებლობას იძლევა დიდი მოცულობის ინფორმაციის გადაცემა მცირე ენერგიის საშუალებით. ამ ტექნოლოგიის დახვეწით მეთოდი შესაძლოა გამოდგეს კვანტური კომუნიკაციისთვის, რომელიც დღევანდელ მეთოდებზე უსაფრთხოა და ბევრად ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.