ცნობილია, რომ პლანეტები მუდმივად კარგავენ მაღალი ენერგიის მქონე მოლეკულებს ატმოსფეროს გარე ფენებიდან. კოსმოსური ზონდის New Horizons (NASA) მისიამდე მეცნიერებს ეგონათ, რომ კოიპერის სარტყელში მდებარე ჯუჯა პლანეტა პლუტონის აზოტით მდიდარი ატმოსფერო მოლეკულებს კარგავდა 1027 მოლეკულა/წამი სიჩქარით. თუმცა, ახალი მონაცემების თანახმად რეალური სიჩქარე 4-ჯერ მცირე აღმოჩნდა ზემოხსენებულთან შედარებით.
მეცნიერების აზრით ამის მიზეზია პლუტონის ატმოსფეროს ზედა ფენებში მომქმედი გაცივების ეფექტი. სქელი ბურუსის ფენა, რომელიც არტყია პლანეტას (სურათზე ნაჩვენები "ნისლი") იქცევა როგორც მაცივარი, შთანთქავს რა გაქცევის პირას მყოფი მოლეკულების ენერგიას და უკან აბრუნებს მათ. მხედველობაში მისაღებია მეორე ვერსიაც, რომლის თანახმად ამ ყველაფერში წყალბადის ციანიდი (hydrogen cyanide), როგორც ეფექტური გამაგრილებელი, არის დამნაშავე. ეს ნაერთი პლუტონის ატმოსფეროში ახლახან აღმოაჩინეს ჩილეს ანდებში განთავსებული ტელესკოპის მეშვეობით.
ატმოსფერული გაციების მოვლენა კარგად ხსნის პლუტონის ზოგიერთ უცნაურობას. მაგალითად Sputnik Planum-ის (გაყინული აზოტის ოკეანე) არსებობას პლანეტის ერთ-ერთ უბანში, ე. წ. "პლუტონის გულში". კვლევების თანახმად უკანასკნელი 4,56 მილიონი წლის განმავლობაში პლუტონი მხოლოდ 6 სმ აზოტის ყინულის ფენას დაკარგავდა. გამოთვლები მიახლოებითია რადგან პლანეტის ორბიტა მუდმივად იცვლება.
წყარო: