სმითსონის ასტროფიზიკის ცენტრის (ჰარვარდი) მეცნიერებმა აღმოაჩინეს 3-ვარსკვლავიანი სისტემა, რომელსაც შიდა პლანეტარული სტაბილური ორბიტა გააჩნია. დაკვირვება მოხდა ორი ტყუპი ტელესკოპით KELT (Kilodegree Extremely Little Telescope). განლაგებული არიზონასა და სამხრეთ აფრიკაში. აღმოჩენილ სისტემასაც სწორედ აქედან მიენიჭა სახელი - KELT.
აქამდე მხოლოდ ოთხი შემთხვევა იყო ცნობილი პლანეტების არსებობის შესახებ 3-ვარსკვლავიან სისტემებში. ყველა მათგანში სისტემის ერთ-ერთი ვარსკვლავი ბევრად აღემატება ზომებით დანარჩენ ორს. ახალი სისტემის მთავარი ვარსკვლავიც საკმაოდ დიდია იმ ორთან შედარებით, რომლებიც ასევე მზეებად ეკუთვნის მთავარი ვარსკვლავის გარშემო მბრუნავ პლანეტას. ეს ფაქტი აადვილებს სისტემის შესწავლას, რადგან ამ 2 ვარსკვლავის ნათობა, მათი ზომისა და დაშორების გამო, ხელს ნაკლებად უშლის ასტრონომებს.
დაკვირვების ობიექტების სახელები შემდეგია: პლანეტა KELT-4Ab გაზური გიგანტია. იგი იუპიტერის ზომის რიგისაა და 3 დღე სჭირდება მთავარი ვარსკვლავის - KELT-A-ს შემოსავლელად. სისტემის დანარჩენ ორ შორეულ ვარსკვლავს (KELT-B და KELT-C) 30 წელი სჭირდებათ ერთმანეთის გარშემო სრული ბრუნისთვის, ხოლო KELT-A-ს გარშემო დაახლოებით 4000 წელიწადი. მკვლევარების აზრით, პლანეტა KELT-4Ab-დან მისი უახლოესი მზე - KELT-A გამოჩნდება ჩვენ მზეზე 40-ჯერ უფრო დიდი, რადგან პლანეტა საკმაოდ ახლოსაა მასთან. დაშორეულ ორ ვარსკვლავს კი უფრო დაბალი ნათობა ექნებათ, ჩვენი მთვარის მაგვარი.
ახალი აღმოჩენა მეცნიერებს დაეხმარებათ უკეთესად ახსნან თუ რა განაპირობებს იუპიტერის ზომის პლანეტების ვარსკვლავებთან ასე ახლოს განლაგებას, რადგან თეორია და დაკვირვებათა უმეტესობა მიგვითითებს უფრო დაშორეული ორბიტების მართებულობისკენ. ერთ-ერთი თეორიით ამის მიზეზი დაშორებული ვარსკვლავების ორმაგი სისტემის ზემოქმედაბაა.
წყარო: http://phys.org/n...-star.html