
ე.წ. რადიალური სიჩქარის მეთოდით (მბრუნავი პლანეტების გრავიტაციით გამოწვეული ვარსკვლავის მცირე რადიალური რხევები) აღმოჩენილია მრავალი ეგზოპლანეტა. თუმცა მცირე მასის მქონე ვარსკვლავებისთვის ამ მეთოდის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი - პლანეტის გრავიტაციის გავლენა შეიძლება აგვერიოს სხვა მოვლენაში. მისურის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს დაეხვეწათ რადიალური სიჩქარის მეთოდი ხილულზე ოდნავ გრძელი ტალღის სიგრძის მქონე გამოსხივების გამოყენებით.

Science-ის 15 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში მოთხრობილია, რომ მეცნიერებმა შექმნეს ახალი ძალიან შავი მასალა, რომელსაც შეუძლია წყლის ეფექურად აორთქლება დუღილის გარეშე, მხოლოდ მზის სხვების ზემოქმედებით.

15 აპრილი ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA)-ს დაბადების დღეა. ამასთან დაკავშირებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ESA-ს ბოლო მისის - ExoMars-ის ძირითადი ეტაპი დაიწყო.

მაღალი გარჩევადობის ულტრა-სწრაფი "ელექტრონული კამერის" გამოყენებით მეცნიერებმა სტანფორდიდან მოახერხეს მბრუნავი აზოტის მოლეკულის სურათების გადაღება.

Nature-ის ბოლო ნომერში გამოქვეყნებული სტატიების თანახმად წარსულში მოხდა დედამიწის რადიოაქტიური იზოტოპებით დაბინძურება, რაც გამოწვეული იყო რამდენიმე ახლოსმდებარე ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებით.

Nature Materials-ის 4 აპრილის ნომერში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარები პირველად დააკვირდნენე ნივთიერების ახალ მდგომარეობას - კვანტურ სპინურ სითხეს.

Earth and Planetary Science Letters ბოლო ნომერში გამოქვეყნებული სტატის თანახმად დედამიწის არსებობის მანძილზე მისი ბირთვი მხოლოდ 300o С-ით გაცივდა, რაც 10-ჯერ ნაკლებია დედამიწის სტანდარტული მოდელის წინაწარმეტყველებასთან შედარებით. ფრანგ მკვლევართა აზრით, ამის მიზეზია მთვარის ზემოქმედება, რომელიც კვებავს დედამიწის მაგნიტურ ველზე პასუხისმგებელ გეო-დინამოს ეფექტს.

2 აპრილს კომპანია Blue Origin-მა (აშშ) უკვე მესამედ წარმატებით გამოსცადა თავისი ახალი კოსმოსური აპარატი.