ანდრომედას გალაქტიკა (M31) შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს ღამის ცაზე. მისი მსგავსება ჩვენს გალაქტიკასთან აქცევს მას ერთობ საინტერესო ობიექტად ასტრონომებისთვის. ანდრომედა კარგად არის შესწავლილი, თუმცა აქამდე იქ არ იყო ნაპოვნი მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი.
ნეიტრონული ვარსკვლავი არის დიდი მასის მქონე ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების მცირე ზომის მკვრივი "ნარჩენი". ხშირ შემთხვევაში ნეიტრონული ვარსკვლავის ბრუნვის ღერძი პრეცესირებს, რაც დედამიწაზე დაიკვირვება ვარსკვლავის პოლუსებიდან წამოსული ელექტრო-მაგნიტური გამოსხივების პულსების სახით. ამ პულსების ნახვე შეიძლება ასევე ვარსკვლავურ წყვილებში, სადაც ნეიტრონული ვარსკვლავი თავის "კომპანიონის" მატერიას შთანთქავს, რაც მას აძლევს საშუალებას კიდევ უფრო სწრაფად იბრუნოს. ბინარული სისტემები ნეიტრონული ვასკვლავის მონაწილეობით საკმაოდ ხშირად გვხვდება, თუმცა ანდრომედაში პირველი ასეთი წყვილი მხოლოდ ეხლა აღმოაჩინეს კოსმოსური რენტგენული ობსერვატორიის XMM-Newton (ESA) დახმარებით. ნაპოვნ სისტემაში ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც ერთ ბრუნს 1.2 წმ უნდება, შთანთქავს პარტნიორი ვარსკვლავის მატერიას, რომლის გარშემოც სრულ ბრუნს იგი ყოველ 1.3 დღეში ასრულებს.
წყარო: