შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 4

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

რა ჩამოგვიტანეს თაგვებმა კოსმოსიდან
რა ჩამოგვიტანეს თაგვებმა კოსმოსიდან

ადამიანის მარსზე გამგზავრებამდე ტარდება კვლევები ხანგრძლივი უწონადობის გავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ მისიაში ჩართული არიან თაგვებიც, რომლებმაც 2 კვირით იმოგზაურეს კოსმოსში 2011 წელს, შატლი Atlantis-ის ბოლო მისიის განმავლობაში. სამედიცინო ჟურნალ PLOS ONE-ის 20 აპრილის ნომერში კოლორადოს უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად თაგვების უმრავლესობას გამოუვლინდა ღვიძლის ფიბროზის საწყისი სტადია.

ამ კვლევებამდე არ გვქონდა ზუსტი ინფორმაცია, თუ როგორ მოქმედებს კოსმოსში მოგზაურობა ღვიძლზე. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ასტრონავტებს ფრენის შემდეგ უჩნდებოდათ "მოდიაბეტო" სიმპტომები, რომლებიც მალევე ქრება. ღვიძლდაავადებულმა თაგვებმა კი ბევრი კითხვა გააჩინეს. ნორმალურ პირობებში ფიბროზის განვითარებისთვის თვეები, წლები და მოუწესრიგებელი კვების რაციონია საჭირო, ხოლო კოსმონავტ თაგვებს მხოლოდ 2 კვირაში და ჯანმრთელი დიეტის პირობებში განუვითარდათ ეს დაავადება. ამ პრობლემის გარდა სხვა დარღვევებმაც იჩინეს თავი, თაგვებს აღენიშნებოდათ კუნთების ატროფია და ცილების ნაწილი ამინომჟავებად დაიშალა. ისმის კითხვა - რა მოუვათ ადამიანებს ხანგრძლივი კოსმოსური მოგზაურობისას?

როგორც ვახსენეთ NASA-ს ამბიციური ზრახვები აქვს, დანიშნულების ადგილია მარსი და მგზავრობას მინიმუმ წელიწადი დასჭირდება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ასეთი კვლევების გაგრძელება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ამ მიმართულებით დაწყება, რადგან მეცნიერებს აქამდე სხვა პრიორიტეტები ქონდათ, ისინი კონცენტრირებულნი იყვნენ ძვლოვანი ქსოვილის, ტვინის და გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციებზე.

წყარო:

https://www.sciencedaily.com/releases/2016/04/160420151419.htm

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.