1900-იან წლებში რეზერფორდმა ალფა ნაწილაკები ოქროს ფირფიტას დააჯახა და მათი გაფანტვის თვისებებიდან გამომდინარე მივიდა დასკვნამდე, რომ ატომის თითქმის მთელი მასა მოთავსებულია ატომთან შედარებით ბევრად პატარა ზომის ბირთვში. 100 წლის შემდეგ, მეცნიერებმა იმავე კონცეფცია გამოიყენეს შვეიცარიაში განთავსებულ ამაჩქარებლისთვის LHC (დიდ ადრონული კოლაიდერი), სადაც ერთმანეთს პროტონები ეჯახებიან. ამ ამაჩქარებელზე მრავალი აღმოჩენა განხორციელდა, როგორიცაა მაგალითად ჰიგსის ბოზონის დამზერა.
სანტა ბარბარას (კალიფორნია) უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები რათა ეჩვენებინათ, რომ კოლაიდერის კონცეფცია შეიძლება გამოვიყენოთ მყარი სხეულების ფიზიკაში. LHC-ს ნაწილაკების (პროტონების) ანალოგიით მყარ სხეულში აჩქარებენ კვაზინაწილაკებს. მეცნიერებმა ლაზერული იმპულსების საშუალებით შექმნეს კვაზინაწილაკები, ე. წ. ექსიტრონები, რომლებიც წარმოადგენენ ელექტრონებისა და ხვრელების ერთმანეთთან ელექტრული ძალით შეწყვილებულ სისტემებს. შემდეგ სპეციალური ლაზერული სისტემით ხდება ამ ნაწილაკების აჩქარება და ერთმანეთთან შეჯახება. რადგან კვაზინაწილაკები არსებობენ ძალიან მცირე დროის განმავლობაში მნიშვნელოვანია მოქმედება ძალიან მცირე დროით სკალაზე. მაგალითად, თუ ერთ წამს გავწელავთ ისე რომ იგი დაემთხვეს სამყაროს ასაკს, მაშინ კვაზინაწილაკი იცხოვრებს სულ რამდენიმე საათს. ამიტომ ექსიტრონების ასაჩქარებლად იყენებენ ტერა ჰერცის ლაზერის სხივებს (1 ტერა ჰერცი ნიშნავს 1 ტრილიონ ოსცილაციას წამში). ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ შეჯახებების შედეგად მყარ სხეულში წარმოიქმნება ულტრამოკლე სინათლის ომპულსები, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას ამ გარემოს შესახებ და გამოდგება მისი თვისებების შესასწავლად.