ამერიკელი, ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების ჯგუფმა უძველესი მიკრომეტეორიტების (კოსმოსური მტვერის) გამოკვლევებით მიიღო მოულოდნელი შედეგი მილიარდობით წლის წინანდელი დედამიწის ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის შესახებ. სურათზე გამოსახულია 2.7 მილიარდი წლის კირქვიდან ამოღებული მიკრომეტეორიტი დასავლეთ ავსტრალიის ერთ-ერთი რეგიონიდან. იგი შეიცავს რკინის ჟანგის დიდ რაოდენობას, რომელიც უნდა წარმოიქმნილიყო მეტალური მეტეორიტის დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას, რაც მიუთითებს იმდროინდელი ატმოსფეროს ზედა ფენებში ჟანგბადის მაღალ კონცენტრაციაზე. ჩატარებულმა გამოთვლებმა აჩვენა, რომ ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ იმდროინდელი ატმოსფერო შეიცავდა თითქმის იმდენივე ჟანგბადს რამდენსაც დღეს და ეწინააღმდეგება გავრცელებულ მოდელს წარსულში დედამიწის ჟანგბადით ღარიბი ატმოფეროს შესახებ.
ახალი კვლევები მნიშვლელოვანია იმით, რომ პირველად მოხერხდა მილიარდობით წლის წინანდელი ატმოსფეროს ზედა ფენების შემადგენლობის კვლევის მეთოდის შემუშავება. მიღებული შედეგი მოილოდნელი აღმოჩნდა რადგან არსებობს მტკიცებულებები, რომ 2.7 მილიარდი წლის წინანდელი ატმოსფეროს ქვედა ფენებში ჟანგბადის კონცენტრაცია დაბალი იყო. როგორ შეიძლებოდა ჰქონოდა ჟანგბადის დიდი შემცველობა ატმსფეროს ზედა ფენას, მაშინ როცა დედამიწაზე ფოტოსინთეზის უნარის მქონე ორგანიზმებისათვის ჯერ კიდევ ცუდი პირობები იყო. ეს ფაქტი შეიძლება აიხსნას ვარაუდით, რომ ატმოსფერო ამ დროისათვის შედგებოდა შრეებისაგან. ზედა ფენებში ნახშირორჟანგის დაშლა ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენით იძლეოდა ჟანგბადს, ატმოსფეროს შუა ნაწილში კი არსებობდა მეთანის შრე, რომელიც შთანთქავდა ამ გამოსხივებას და ინარჩუნებდა ჟანგბადით ღარიბ ქვედა ფენებს.