შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ჰიდრა დაფარულია ყინულით
ჰიდრა დაფარულია ყინულით

მეცნიერების აზრით პლუტონის ყველაზე შორეული მთვარე ჰიდრა, რომელიც აღმოაჩინეს 2005 წლის ივნისში, დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა პლუტონთან და ჰარონთან (პლუტონის უდიდესი მთვარე) ერთად მასიური დაჯახების შედეგად.

მიუხედავად მისი დიდი ასაკისა, 65 კმ დიამეტრის ჰიდრა ძალიან სუფთა და კაშკაშად ჩანს New horizons-ის სურათებზე, რომელიც 2015 წლის ივლისში იქნა გადაღებული. როდესაც ახლახან ამ ხომალდიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი მოხდა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჰიდრა ამართლებს თავის ლათინურ სახელს - მისი ზედაპირი დაფარულია სუფთა ყინულით და თითქმის არ დაიკვირვება მტვერი და სხვა მინარევები.

ჰიდრაზე აღმოჩნდა უფრო მეტი სუფთა ყინული ვიდრე პლუტონის ყველაზე დიდ მთვარეზე - ჰარონზე. ყინულის სპექტრალური ნიშანთვისებების შესწავლა მოხდა New horizons-ზე განთავსებული ხელსაწყოს LEISA -(Linear Etalon Imaging Spectral Array) მეშვეობით.

New horizons-ის ფოტოებით ასევე დადგინდა, რომ ჰიდრას აქვს არაწესიერი ფორმა (65×45×25 კმ), მის ზედაპირზე მდებარეობს მინიმუმ ორი შედარებით დიდი კრატერი და მისი ზედა რეგიონი უფრო მუქია ვიდრე ქვედა.


წყარო: http://news.disco...160509.htm

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.