მერკურის მზის დისკოზე გავლა (ტრანზიტი), ხდება მაშინ, როცა ეს მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა, ერთ-ერთ მოკლეპერიოდიან შუალედში (მაისის ან ნოემბრის დასაწყისში), მნათობსა და დედამიწას შორის აღმოჩნდება. მერკურის მაისის გავლა, რომელიც ჩრდილოეთ ნახევასფეროში დაიმზირება, უფრო იშვიათია, ვიდრე ნოემბრისეული გავლა. ვენერას ტრანზიტისაგან განსხვავებით ( http://imgur.com/... ვენერას ტრანზიტი, თბილისი, 6 ივნისი 2012 წელი), რომელიც საშუალოდ 115 წელიწადში წყვილ-წყვილად ხდება 8 წლიანი იტერვალით, მერკურის ტრანზიტი საუკუნეში საშუალოდ 13 ჯერ ხდება. უკანასკნელად, ასეთი მოვლენა 2003 წლის 7 მაისსა და 2006 წლის 8 ნოემბერს დაიმზირებოდა, ხოლო მომავალი გავლა 2019 წლის 11 ნოემბერს მოხდება.
მერკურისა და მზის დისკოების პირველი შეხება მოხდება თბილისის დროით 15 სთ. 11 წთ-ზე. მერკურისა და მზის დისკოების ბოლო შეხება კი არ გამოჩნდება, რადგან 19 სთ. 30 სთ-ზე მზე უკვე ჰორიზონტს ქვემოთ იქნება.
მოვლენის დანახვა არა ძნელი და არ მოითხოვს სპეციალურ აპარატურას, აუცილებელი და საკმარისია მზის სხივებისაგან დამცავი გამურული შუშა და უღრუბლო ამინდი. ბნელი ლაქის კარგად გასარჩევად ჩვეულებრივი ბინოკლიც გამოდგება.
დამატებითი ინფორმაცია:
http://www.jpl.na...f-mercury/
http://www.timean...2016-may-9