შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 9

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

მაკემაკეს მთვარე აღმოაჩინეს
მაკემაკეს მთვარე აღმოაჩინეს

 Makemake არის სიდიდით მესამე ჯუჯა პლანეტამ ზის სისტემაში (მზის სისტემის 5 ჯუჯა პლანეტიდან ერთ-ერთი), კოიპერის სარტყლის ორ უდიდეს ობიექტთაგანი. მისი დიამეტრი დაახლოებით პლუტონის დიამეტრის ორი-მესამედია. მისი ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურა −243 C (დაახ. 30 K) მიუთითებს იმაზე, რომ მისი ზედაპირი დაფარულია მეთანისა და ეთანის ყინულით. ეს 1400 კილომეტრი დიამეტრის სფერო ბრუნავს მზის გარშემო პლუტონზე შორეულ ორბიტაზე, რომელამე მანძილიც დედამიწა-მზეს შორის მანძილზე 50-ჯერ მეტია.

Makemake-ს სახელი დაერქვა აღდგომის კუნძულის მცხოვრებლების, რაპაუნელების, ერთ-ერთი ღმერთის საპატივცემულოდ. ამ ობიექტს პირველად დააკვირდნენ 2005 წელს, ხოლო 2015 წლის აპრილში Hubble-ის ტელესკოპის მეშვეობით აღმოაჩინეს მისი პატარა თანამგზავრი, მთვარე, რომელსაც MK 2 უწოდეს. ეს სიახლე ახლახან დაადასტურეს ოფიციალურად, შედეგები გამოქვეყნდა Nature-ის ბოლო ნომერში.

მეცნიერების თქმით, MK 2 არის 160 კილომეტრი დიამეტრის ნახშირივით შავი სფერო 20 900 კილომეტრით დაშორებული თავისი ჯუჯა პლანეტის ზედაპირიდან. Makemake კი პირიქით ძალიან კაშკაშაა, ის ელვარებით მეორეა მთელს კოიპერის სარტყელში. ეს არის ერთ-ერთი ახსნა თუ რატომ ვერ მოხერხდა აქამდე მისი თანამგზავრის აღმოჩენა. MK 2 თავის პლანეტაზე 1200-ჯერ სუსტად ანათებს და ის იკარგებოდა Makemake-ს სიკაშკაშეში.

MK 2-ის აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის საშუალებას მოგვცემს უფრო დეტალურად შევისწავლოთ ეს სისტემა. თანამგზავრზე შემდგომი დაკვირვებები, სისტემის მასისა და სიმკვრივის დადგენასა და ამ შორეული ობიექტის ბუნების უკეთ გაგებაში დაგვეხმარება.

წყარო: http://www.space....emake.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.