როგორც ვიცით, შავი ხვრელი ჯერ არ არის აღმოჩენილი, მაგრამ ასტროფიზიკოსთა ჯგუფს მიაჩნია, რომ ისინი გააკეთებენ იმას, რაც აქამდე არასდროს გაკეთებულა - გამოაქვეყნებენ შავი ხვრელის სურათს, რომელიც დამზადა EHT (Event Horizon Telescope) კოლაბორაციის მიერ.
2017 წლის აპრილში, EHT პროექტის ფარგლებში დედამიწის სხვადასხვა კუთხეში განლაგებული 8 რადიო ობსერვატორია 5 ღამის განმავლობაში ერთდროულად აკვირდებოდა Sagittarius A*–ს, ირმის ნახტომის ცენტრის იმ წერტილის, სადაც მოიაზრება სუპერმასიური შავი ხვრელის არსებობა. ანუ EHT–ს გუნდმა შექმნა „ვირტუალური დედამიწის ზომის ტელესკოპი“ რომელიც მუშაობდა ინტერფერენციულ რეჟიმში. ტექნიკური მიზეზების გამო ყველა ტელესკოპის მონაცემების შეგროვება მხოლოდ დეკემბერში მოხერხდა. ამჟამად მიმდინარეობს ერთობლივი გამოსახულების საბოლოო დამუშავება, რომლის გამოქვეყნებაც დაგეგმილია უახლოესი ერთი თვის განმავლობაში.
წყარო: