შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 10

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

პირველად მოხერხდა მაღალი ენერგიის ნეიტრინოების წყაროს იდენტიფიცირება
პირველად მოხერხდა მაღალი ენერგიის ნეიტრინოების წყაროს იდენტიფიცირება

ასტრონომები პირველად დააკვირდნენ გარე-გალაქტიკურ წყაროს, შორეულ ბლაზერს, რომელმაც წარმოშვა მაღალი ენერგიის ნეიტრინოების ნაკადი. ობიექტის დაფიქსირება ასევე მოხერხდა ელექტრომაგნიტურ დიაპაზონში, რაც მრავალარხიანი ასტრონომიის განვითარების ახალი ეტაპის დაწყებას მოასწავებს. ორივე ჯგუფის სტატიები 12 ივლისს გამოქვეყნდა ჟურნალ Science-ში. 

დიდი ხანია არსებობს მოსაზრება, რომ მაღალი ენერგიის კოსმოსურ სხივებს გარე-გალაქტიკური წყაროები გააჩნიათ, თუმცა აქამდე ისინი ზუსტად არ იყვნენ ლოკალიზებული. კოსმოსური სხივების ერთ-ერთი მნიშვნელოვან კომპონენტას ნეიტრინოები წარმოადგენენ. რადგან ნეიტრინოები ნეიტრალური და ძალიან მცირე მასის მქონე ნაწილაკები არიან, მათი ენერგეტიკული სპექტრის საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს წყაროს ზუსტი მდებარეობა ცაზე და დაზუსტდეს იქ მომხდარი ფიზიკური პროცესები.

აქამდე ასტრონომებს იდენტიფიცირებული ჰქონდათ ნეიტრინოების მხოლოდ 2 წყარო - მზე და დიდ მაგელანის ღრუბელში აფეთქებული ზეახალი 1987А. ერთ-ერთი ნეიტრინული ობსრვატორია, IceCube, მდებარეობს ანტარქტიდის ყინულებში. მაღალი ენერგიის ნეიტრინოს ყინულთან ურთიერთქმედებისას წარმოიწვება მიუონები, რომელთა ზესწრაფი მოძრაობისას ადგილი აქვს ჩერენკოვის გამოსხივებას, რომელსაც აფიქსირებს IceCube-ს დეტექტორები და აღადგენს ნეიტრინოს ენერგიის სიდიდეს და მისი გავრცელების მიმართულებას.

2017 წლის 22 სექტემბერს გრინდვიჩის დროით 20:54 IceCube-ს დეტექტორის ავტომატურმა სისტემამ დააფიქსირა მოვლენა IceCube-170922A, მიუონების ‘ბილიკი’, რომელიც გაჩნდა 290 TeV საშუალო ენერგიის მქონე ნეიტრინოების ყინულთან ურთიერთქმედების შედეგად. შეტყობინება მოვლენის შესახებ მაშინვე დაეგზავნათ სხვა დამკვირვებლებსაც.

2017 წლის 28 სექტემბერს კოსმოსური გამა-ობსერვატორია FERMI-სგუნდმა განაცხადა, რომ IceCube-ს ნეიტრინოების მოფრენის მიმართულება მიუთითებს მათ მიერ დაფიქსირებული გამა-გამოსხივების წყაროზე - ბლაზერზე TXS 0506 + 056. ეს არის ჩვენგან დაახლოებით 4 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული აქტიური გალაქტიკა, ორიონის თანავარსკვლავედის მარცხენა მხართან ახლოს. ცნობილია, რომ ბლაზერების ცენტრში მყოფი შავი ხვრელი, სწრაფი ბრუნვის გამო, წარმოქმნის მატერიის მძლავრ რელატივისტურ ნაკადებს (ჯეტებს), რომლებშიც ნაწილაკებმა შეიძლება აკრიფონ ძალზე დიდი ენერგია

მოგვიანებით TXS 0506 + 056-დან გამა გამოსხივება დაადასტურეს დედამიწის ზედაპირზე განთავსებულმა ჩერენკოვის ტელესკოპებმა MAGIC და H.E.S.S. დაკვირვებებში ჩაერთო სხვა ობსერვატორიებიც, მათ შორის ოპტიკური ტელესკოპი VLT, SUBARU, რაიოტელესკოპი VLA, კოსმოსური რენტგენული და გამა ობსერვატორიები Swift, INTEGRAL და NuSTAR, რომლებმაც დაადასტურეს წყაროს აქტივობა ენერგიის დიაპაზონში 0,3 KeV-იდან 400 GeV-ამდე. IceCube-ს საარქივო მონაცემებიდან ასევე იპოვეს 2014 წლის ნოემბრიდან ამ წყაროსთან ასოცირებული ათზე მეტი ძველი ნეიტრინული შემთხვევა.

ახალი აღმოჩენა არის მრავალარხიანი ასტრონომიის (Multi-Messenger Astronomy) ახალი მიღწევა. ეს დარგი გაჩნდა შარშან, ორი ნეიტრინული ვარსკვლავის შერწყმის შედეგად გამოსხივებული გრავიტაციული და სხვა ტიპის ტალღების დაფიქსირების შემდეგ.

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.