შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

InSight მარსზე დაეშვა
InSight მარსზე დაეშვა

26 ნოემბერს, თბილისი დროით 23:53, NASA ზონდი InSight წარმატებით დაეშვა მარსის ზედაპირზე. დაშვების პირდაპირი რეპორტაჟი წუხელ მიმდინარეობდა YouTube-ზე და NASA-ს ვებ-გვერდის საშუალებით. დაშვებიდან 5 წუთში აპარატმა გადმოსცა მარსის ზედაპირის პირველი გამოსახულება. ზონდის დაშვება განხორციელდა მარსის „ელიზიუმის“ ზეგანზე, რომლის ზომებია 130 x 27 კმ.

InSight (Interior Exploration using Seismic Investigations, Geodesy and Heat Transport) გაშვება განხორციელდა 2018 წლის 5 მაისს ვანდერბერგის (კალიფორნია) სამხედრო ბაზის ტერიტორიიდან რაკეტა Atlas V-ის მეშვეობით. მისიის ძირითადი მიზანია წითელი პლანეტის შინაგანი სტრუქტურის და მის წიაღში მიმდინარე გეოლოგიური პროცესების შესწავლა.

385 კგ მასის ზონდზე განლაგებულია რამოდენიმე ხელსაწყო, 2 კამერა, ამინდის სენსორი და კუთხური ამრეკლი. მისიის 2 ძირითადი ინსტრუმენტი იმუშავებს დასაშვები მოდულის სიახლოვეს, სადაც მათ განათავსებს ზონდის 2.4 მ სიგრძის რობოტიზებული ხელი IDA (Instrument Deployment Arm). ერთი მათგანია სეისმომეტრი SEIS, რომელიც გაზომავს პლანეტის ტექტონიკურ აქტივობას და ასევე მოახდენს მეტეორიტების ჩამოვარდნების რეგისტრაციას. მეორე ხელსაწყოა ელექტრომექანიკური ბურღი HP3, რომელსაც ძალუძს გათხაროს 5 მ სიღრმის ორმო მარსის გრუნტში, სადაც მოთავსდება ლენტა, რომლზეც 10 სმ ინტერვალით განთავსებულია ტემპერატურის სენსორები, რათა მოხდეს მარსის გრუნტში ტემპერატურული ნაკადების დაფიქსირება და ამით მივიღოთ ინფორმაცია გრუნტის სტრუქტურაზე.

წყარო:

https://www.nasa.gov/mission_pages/insight/main/index.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.