შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 10

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ასტრონომებმა ჰაბლის კანონს სახელი შეუცვალეს
ასტრონომებმა ჰაბლის კანონს სახელი შეუცვალეს

ჰაბლის კანონი აღმოჩენილი იქნა XX საუკუნის 20-იან წლებში და იყო სამყაროს გაფართოების პირველი დამამტკიცებელი საბუთი. კლასიკური ფორმით ეს კანონი ამტკიცებს, რომ შორეული გალაქტიკის (ან რაიმე სხვა ობიექტის) დაშორების სიჩქარე დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლის მიმართ არის ამ ობიექტამდე მანძილის პირდაპირ პროპორციული. პროპორციულობის კოეფიციენტს ეწოდება ჰაბლის კონსტანტა და აღინიშნება როგორც H.

პირველად ეს კანონი ფორმულირებული იქნა ბელგიელი ასტრონომის ჟორჟ ლამეტრის მიერ 1927 წელს. თუმცა მისი ნაშრომი გამოქვეყნებული იქნა ფრანგულ ენაზე, ნაკლებად ცნობილ ბელგიურ ჟურნალში Annales de la Société Scientifique de Bruxelles და არ გამოუწვევია საერთაშორისო რეზონანსი. ორი წლის შემდეგ ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა ამერიკელი მეცნიერის ედვინ ჰაბლის სტატია, რომელსაც გაეცნო მეცნიერთა ფართო წრე. ლამეტრმა მხოლოდ 1931 წელს თარგმნა თავისი სტატია ინგლისურად, თუმცა გამოაქვეყნა მისი შეკვეცილი ვარიანტი და მისი დამსახურებები ამ კანონთან მიმართებაში შეუმჩნეველი დარჩა. მხოლოდ ეხლა - 90 წლის შემდეგ - საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის XXX გენერალურმა ანსამბლეაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ისტორიული სამართლიანობის აღდგენის შესახებ. ასტრონომებმა გაითვალისწინეს ლამეტრის შედეგები და აგრეთვე მხედველობაში მიიღეს, რომ საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის III გენერალურ ანსამბლეაზე, რომელიც ჩატარდა 1928 წელს ლამეტრის სტატიის გამოსვლის შემდეგ და ჰაბლის სტატიის გამოსვლამდე, უკვე განიხილებოდა წითელი წანაცვლების გალაქტიკებამდე მანძილთან დაკავშირების მნიშვნელობა კოსმოლოგიისთვის. ამ ფაქტების გათვალიწინებით გადაწყდა სამყაროს გაფართოების ჰაბლის კანონს ამიერიდან ეწოდოს ჰაბლი-ლამეტრის კანონი.

წყარო:

https://www.iau.org/static/archives/announcements/pdf/ann18029e.pdf

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.