შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

წვიმა მზის ატმოსფეროში!
წვიმა მზის ატმოსფეროში!

მზეზეც "წვიმს" დედამიწის მსგავსად, თუმცა წყლის როლს იქ პლაზმა ასრულებს. როდესაც ცხელი პლაზმა მიაღწევს კორონის შედარებით გრილი ნაწილის, იგი კონდესირდება და უკან ბრუნდება მზის ზედაპირზე. ამ მოვლენის ფიზიკა ისეთივეა როგორც დედამიწის შემთხვევაში, როცა ცხელი ნოტიო ჰაერი კონდენსირდება ღრუბლებში და მოდის წვიმის სახით. ამის შესახებ 22 მაისს განაცხადა მზის ფიზიკის სპეციალისტმა Emily Mason-მა ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტიდან (ვაშინგტონი) ვირჯინიის შტატში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც დედამიწა-მზის კავშირებს ეძღვნებოდა.

მეცნიერებს ადრეც შეუნიშნავთ მზის წვიმა კორონალურ ამოფრქვევებთან სიახლოვეს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს მოვლენა შესაძლოა მოხდეს კორონის ნებისმიერ უბანში სადაც ადგილი აქვს ტემპერატურის კლებას. თეორიული შეფასებებით მზის წვიმის გამოსაწვევად ტემპერატურის საკმარისი დაცემა უნდა ხდებოდეს გიგანტურ ნაკადებში, რომლებიც მზის ზედაპირიდან დაახლოებით 6 მზის რადიუსზე არიან გადაჭიმული. თუმცა ახალი დაკვირვებებით წვიმები დაფიქსირდა ბევრად მოკლე მარყუჟებში, რომელთა ზომა დაახლოებით 0.1 მზის რადიუსის ტოლი იყო. ერთ-ერთი ასეთი წვიმა 30 საათიც კი გრძელდებოდა. ეს აღმოჩენა მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან პატარა ზომის მარყუჟებისთვის ტემპერატურების სხვაობა მცირე უნდა ყოფილიყო.

მზის ფიზიკის ერთ-ერთი გადაუწყვეტი პრობლემაა, თუ რატომ არის კორონის ტემპერატურა მილიონობით გრადუსით უფრო მაღალი მზის ზედაპირთან შედარებით. ზოგიერთი მეცნიერის აზრით დამატებითი სითბო მოდის ჯერ-ჯერობით უცნობი ბუნების მუდმივმოქმედი გამახურებლიდან. ახალი მონაცემები მზის წვიმებზე ადასტურებს ამ იდეას, რადგან აჩვენებს დიდი ტემპერატურული გრადიენტის არსებობას მცირე ზომის მარყუჟებში.

წყარო:

https://www.sciencenews.org/article/plasma-rain-sun-atmosphere-falls-surprising-places

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.