ნაწილაკების სტანდარტული მოდელის თანახმად, ჰიგსის ბოზონის დაშლისას დაახლოებით 60 % შემთხვევაში უნდა იბადებოდეს b-კვარკების წყვილი. ჰიგსის აღმოჩენიდან 6 წლის შემდეგ, 2018 წლის 28 აგვისტოს, CERN-ის ფიზიკოსებმა დაადასტურეს, რომ როგორც იქნა მოხერხდა ამ დაშლის ექსპერიმენტულად დამზერა. ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენა ადასტურებს ნაწილაკების სტანდარტულ მოდელს, რომლის თანახმადაც მასებს ფუნდამენტურ ნაწილაკებს ჰიგსის ველი ანიჭებს.
ჰიგსის ნაწილაკის b-კვარკებად დაშლის აღმოჩენა ATLAS და CMS ექსპერიმენტებზე ძალზე რთული იყო, რადგან პროტონ-პროტონული გაბნევისას b-კვარკების გაჩენის მრავალი არხი არსებობს და ძნელი იყო საჭირო სიგნალის გამოყოფა. CMS-ის კოლაბორაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამაჩქარებლის ტექნოლოგიების დახვეწის შედეგად აღმოჩენა განხორციელდა მოსალოდნელზე ნაკლებ დროში. ATLAS-ს კოლაბორაციის წარმომადგენელის თანახმად, ამჟამად მათ ექსპერიმენტზე დამზერილია ჰიგსის ბოზონის ყველა ურთიერთქმედება მესამე თაობის მძიმე კვარკებთან და ლეპტონებთან და ასევე ძირითადი პროცესები.
წყარო: