შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 10

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

NASA-მ მარსზე უძველესი ორგანული ნივთიერება აღმოაჩინა
NASA-მ მარსზე უძველესი ორგანული ნივთიერება აღმოაჩინა

NASA-ს მარსმავალმა Curiosity აღმოაჩინა ახალი მტკიცებულება, რაც გვაფიქრებინებს წითელი პლანეტაზე უძველეს სიცოცხლის არსებობაზე. ახლად აღმოჩენილი ორგანული მოლეკულები შეიცავენ ნახშირბადს და წყალბადს, ამასთანავე, შესაძლოა, შეიცავდნენ ჟანგბადს, აზოტს და სხვა ელემენტებს. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მოლეკულები არ არის აუცილებლად სიცოცხლესთან დაკავშირებული, ისინი შეიძლება არა ბიოლოგიური პროცესებითაც გაჩენილიყვნენ.

ორგანული ნივთიერებების საიდენტიფიკაციოდ Curiosity-მ გახვრიტა დალექილი ქანები მარსის გეილის კრატერში. ითვლება, რომ ეს ქანები ჩამოყალიბდა მილიარდობით წლების წინ უძველესი ტბის შლამისგან. ქვის ნიმუშებს ანალიზი ჩაუტარდათ როვერზე დამონტაჟებული ხელსაწყოთი SAM, სადაც ორგანული მოლეკულების გამოსაყოფად ნიმუშები ცხელდებოდა 500 გრადუსამდე ცელსიუსით. SAM აფიქსირებდა მცირე ზომის მოლეკულებს, რომლებიც წარმოადგენდნენ უფრო დიდი ორგანული მოლეკულების ფრაგმენტებს, რომელთა აორთქლებაც რთული იყო. ზოგიერთ ფრაგმენტში იპოვეს გოგირდი, რომელიც უზრუნველყოფს ორგანული მოლეკულების ხანგრძლივ არსებობას. აღმოაჩინეს აგრეთვე ორგანული ნახშირბადი, რომლის კონცენტრაცია ახლოს იყო დედამიწაზე ნაპოვნი ცნობილი „მარსულ მეტეორიტში“ გაზომილთან და 100-ჯერ აჭარბებდა მარსის ზედაპირზე აქამდე აღმოჩენილი ორგანული ნახშირბადის კონცენტრაციას. ნაპოვნი იქნა ასევე სხვა ორგანული ნაერთებიც.

მარსის ატმოსფეროში მეთანის, ხოლო ნიადაგში ორგანული ნახშირბადის აღმოჩენა მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ მომავალი მისიები, როგორიცაა NASA-ს Mars 2020 და ESA-ს ExoMars როვერები, შეძლებენ მეტი ორგანული ნივთიერების აღმოჩენას მარსზე.

წყარო:

https://www.nasa....ne-on-mars

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.