შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

შავი ხვრელის რადიაციას შეუძლია შექმნას სიცოცხლე
შავი ხვრელის რადიაციას შეუძლია შექმნას სიცოცხლე

უცხო სიცოცხლის ძებნისას მეცნიერები ხშირად კონცენტრაციას აკეთებენ ე. წ. "სასიცოცხლო ზონაზე", რეგიონზე ვარსკვლავის გარშემო, სადაც პლანეტების ზედაპირზე შეიძლება იყოს თხევადი წყლის არსებობისათვის საჭირო ტემპერატურა.

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერები ვარაუდობენ, რომ უნდა არსებობდეს კიდევ ერთი სახის სასიცოცხლო ზონა, რომელიც უნდა განვიხილოთ უცხო სიცოცხლის ძებნისას - ამ ზონის ცენტრში მდებარეობს არა ვარსკვლავი არამედ სუპერ მასიური შავი ხვრელი.

სუპერ მასიურ შავ ხვრელს გარს არტყია გაზის და მტვერის მბრუნავი დისკო, სახელად აქტიური გალაქტიკური ბირთვი (AGN). ეს დისკოები ასხივებენ წარმოუდგენელი სიმძლავრის რადიაციას და ბევრი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ეს რადიაცია ქმნის "მკვდარ ზონას" შავი ხვრელის გარშემო, გაანადგურებს რა ნებისმიერი ახლომდებარე პლანეტის ატმოსფეროს.

მკვლევრებმა შექმნეს AGN-ის კომპიუტერული მოდელები, რომელთა გამოყენებით მათ შეძლეს შავი ხვრელების გარშემო არსებული "გალაქტიკური სასიცოცხლო ზონის" იდენტიფიცირება.

მეცნიერების აზრით, ამ რეგიონში მყოფი პლანეტის ატმოსფერო შესაძლოა გადარჩეს. მაშინ როცა AGN-ს რადიაციას შეუძლია დაშალოს ატმოსფეროს მოლეკულები სიცოცხლისთვის საჭირო კომპონენტებად და მისმა სინათლეს ხელი შეეწყო ფოტო-სინთეზს.

მეცნიერები ასევე თვლიან, რომ AGN-ის რადიაციის უარყოფით ეფექტები გაზვიადებულია. ისინი ფიქრობენ, რომ ირმის ნახტომის მშვილდოსანი A*-ს ზომის შავი ხვრელის საზიანო ეფექტები ვრცელდება მხოლოდ 100 სინათლის წლის მანძილზე. სავარაუდოა, რომ შავი ხვრელის გამოსხივების დადებითი ეფექტები უფრო შორს ვრცელდებოდეს ვიდრე უარყოფითი.

წყარო:

https://www.sciencealert.com/radiation-from-black-holes-may-create-life-harvard-study-suggests

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.