შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ფარული მატერიის ძიების ახალი მეთოდი
ფარული მატერიის ძიების ახალი მეთოდი

სავარაუდოდ ჩვენი სამყაროს მეოთხედზე მეტს ფარული მატერია წარმოადგენს. მისი დამზერა ჯერჯერობით არ მომხდარა, თუმც მის არსებობაზე შეიძლება ვიმსჯელოთ შორეული გალაქტიკების გრავიტაციული თვისებების შესწავლით.

ზოგი მეცნიერის აზრით ფარული მატერია შედგება ჯერ კიდევ უცნობი ნაწილაკებისაგან. ამჟამად ყველაზე გავრცელებული მოდელი ეყრდნობა სუსტად ურთიერთქმედი მასიური ნაწილაკების (WIMP) შემოყვანას. სამწუხაროდ მათი აღმოჩენა დღემდე ვერ მოხერხდა.

6 ივნისს, გრანადაში (ესპანეთი) გამართულ კონფერენციაზე - PLANK 2019 -კალიფორნიის უნივერსიტეტის ორმა ფიზიკოსმა წარადგინა ფარული მატერიის ახალი მოდელი და მისი დამზერის შესაბამისი მეთოდი. მოდელი ეყრდნობა ‘ბნელი ელექტრო-მაგნეტიზმის’ დაშვებას. საკუთარ მოხსენებაში ისინი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა დაიკვირვოს ‘ბნელი მაგნიტური მონოპოლი’, რომელიც იმოქმედებს ‘ბნელ ფოტონთან’ - ჩვეულებრივი ფოტონის ანალოგიურ ნაწილაკთან ‘ბნელ სამყაროში’.

აღსანიშნავია, რომ მონოპოლი დღეს-დღეობით ხილულ სამყაროშიც არ არის დამზერილი, თუმცა მის არსებობას წინასწარმეტყველებს კვანტური მექანიკა. პოლ დირაკი ვარაუდობდა, რომ თუ ელექტრონი მოძრაობს წრიულ ორბიტაზე მონოპოლის მახლობლად, მაშინ უნდა მოხდეს მისი ტალღური ფუნქციის ფაზის სპეციფიური წანაცვლება (აჰარონოვ-ბომის ეფექტი).

ახალი მოდელის თანახმად, ელექტრონების ტალღური ფუნქციის ფაზების წანაცვლებით შესაძლებელი იქნება ასევე ‘ბნელი მონოპოლის’ დაფიქსირებაც, თუ ამ მონოპოლების წყარო მზე იქნება. თუმცა, გამოთვლების თანახმად, მონოპოლების მიერ გამოწვეული ფაზური წანაცვლება იმდენად უმნიშვნელო შეიძლება იყოს, რომ თანამედოვე დეტექტორებს მათი აღქმა გაუჭირდებათ.

წყარო:

https://phys.org/...-dark.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.