შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 11

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

დედამიწის მძიმე მეტალების წყარო ზეახალი ვარსკვლავია
დედამიწის მძიმე მეტალების წყარო ზეახალი ვარსკვლავია

მძიმე ელემენტების 80 % სამყაროში შესაძლოა გაჩნდა კოლაფსარებში. ეს არის იშვიათი, მძიმე ელემენტების შემცველი ზეახალი ვარსკვლავის ტიპი, რომელიც წარმოადგენს ძველი, მასიური (დაახლოებით 30 მზის მასის) ვარსკვლავის აფეთქებას. ეს აღმოჩენა ცვლის აქამდე გავრცელებულ აზრს, რომ მძიმე ელემენტები ძირითადად ნეიტრონული ვარსკვლავების, ან ნეიტრონული ვარსკვლავის და შავი ხვრელის დაჯახებისას გაჩნდნენ.

ჟურნალ Nature-ს ბოლო ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში კანადელი და ამერიკელი ასტროფიზიკოსების მოჰყავთ კოლაფსარების შავ ხვრელში გადასვლის დინამიკის სიმულაცია სუპერ კომპიუტერების გამოყენებით. მათი მოდელის თანახმად მასიური სწრაფად მბრუნავი კოლაფსარი გამოტყორცნის მძიმე ელემენტებს, რომელთა რაოდენობა და განაწილება კარგ თანხვედრაშია მზის სისტემის დაკვირვებებთან.

მეცნიერებს უნდათ თავიანთი მოდელის შემოწმება ასტრონომიული დაკვირვებებით. მათი აზრით მომავლის ინფრაწითლ ინსტრუმენტებს, როგორიცა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომლის გაშვება 2021 წელსაა დაგეგმილი, შეეძლება დააფიქსიროს შორეულ გალაქტიკებში კოლაფსარების მიერ მძიმე ელემენტების გამოტყორცნისას გამოსხივებული რადიაცია.

ახალი კვლევები მნიშვნელოვანია რათა გავარკვიოთ როგორია გალაქტიკების ქიმიური შემადგენლობა და როგორ წარმოიქმნენ ისინი.

წყარო:

https://phys.org/news/2019-06-earth-heavy-metals-result-supernova.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.