ჯუჯა გალაქტიკა ანტილა 2 აღმოაჩინეს კოსმოსური მისიის Gaia (ESA) მიერ შეგროვებულ მონაცემების მეორე მასივის ანალიზისას. Gaia-ს მისიის ძირითადი მიზანი იყო ჩვენი გალაქტიკის სამგანზომილებიანი რუკის შექმნა. ანტილა 2 ის ამჟამინდელი მდებარეობა ემთხვევა ჯუჯა გალაქტიკას, სადაც დომინირებს ფარული მატერია. ანტილა 2-ის არსებობა 2009 წელს იწინასწარმეტყველა როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტროფიზიკოსმა სუკანია ჩაკრაბარტიმ (Sukanya Chakrabarti). მან Gaia-ს მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვალა ანტილა 2 ის წარსული ტრაექტორია და დაადგინა, რომ იგი უნდა შეჯახებოდა ირმის ნახტომს და გამოეწვია შეშფოთებების გაჩენა ჩვენი გალაქტიკის გარე დისკოში.
მკვლევარების სიტყვებით, Gaia-ს დამატებითი მონაცემების გამოქვეყნებამ სიცხადე შეიტანა ანტილა 2-ის დინამიკაში. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მათმა აღმოჩენამ შესაძლოაა დიდი წვლილი შეიტანოს ფარული მატერიის კვლევის მეთოდების შემუშავებაში.
ჩაკრაბარტის თქმით „ჩვენ არ ვიცით თუ რა ბუნებისაა ფარული მატერიის ნაწილაკები, მაგრამ თუკი გვეცოდინება რა რაოდენობითაა ისინი თავმოყრილი კონკრეტულ უბანში, მაშინ შეგვეძლება გავარკვიოთ მისი სიმკვრივის ცვლილება რადიუსის მიხედვით. თუკი ანტილა 2 მართლაც ის ჯუჯა გალაქტიკაა, რომელიც ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ, მაშინ მისი ორბიტა სულ უფრო დაუახლოვდება გალაქტიკის დისკოს. ეს კი ადებს მკაცრ შეზღუდვებს არა მხოლოდ მასის, არამედ სიმკვრივის განაწილებასაც. საბოლოოდ კი შეგვეძლება ანტილა 2 გამოვიყენოთ უნიკალურ ლაბორატორიად ფარული მატერიის ბუნების კვლევისათვის.“
მკვლევარებმა ასევე განიხილეს ირმის ნახტომის გარე დისკოში შეშფოთებების წარმოქმნის სხვა პოტენციური მიზეზები, მაგრამ გამორიცხეს ყველა მათგანი. მშვილდოსნის ჯუჯა გალაქტიკის გრავიტაცია საკმარისად ძლიერი არ არიას, ხოლო მაგელანის დიდი და პატარა ნისლეულები ძალიან შორსაა.
წყარო: