მთვარეზე მდებარეობს მზის სისტემაში ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი უდიდესი დარტყმითი კრატერი - სამხრეთ პოლუსის ბასეინი აიტკენი. კრატერი ოვალური ფორმისაა (2,400×2,050 კმ) და მთვარის ზედაპირის დაახლოებით მეოთხედს ფარავს. მიუხედავად მისი ზომისა, მისი დანახვა დედამიწიდან შეუძლებელია, მაგრამ მთვარის ხელოვნური თანამგზავრები გვეხმარება მის შესწავლაში.
ანომალია აღმოჩენილი იქნა მონაცემების ორ მასივში. პირველი მათგანია მისია GRAIL (NASA), რომლის ფარგლებში მთვარის ორბიტერების წყვილმა 2011-2012 წლებში შექმნეს მთვარის გრავიტაციული ველის განაწილების რუქა. ეს მონაცემები შემდეგ შეადარეს NASA-ს Lunar Reconnaissance Orbiter-ის მიერ შექმნილ მთვარის ტოპოგრაფიულ მონაცემებს.
კომპიუტერული სიმულაციის შედეგად მთვარის ზედაპირის ქვეშ დაახლოებით 800 მ სიღრმეზე აღმოჩენილი იქნა 2.18 კვინტილიონი კგ მასის და 300 კმ ზომის მასიური ობიექტი. ეს ანომალია შესაძლოა აიხსნას 4 მილიარდი წლის წინ მთვარეზე ჩამოვარდნილი დიდი ზომის ასტროიდების დაჯახებით, რომლის რკინა-ნიკელის ბირთვი დაიშალა და ჩაეფლო მთვარის ზედა მანტიაში. ალტერნატიული ახსნაა, რომ ეს ლოკალური მასიური ანომალია წარმოიქმნა მთვარის მაგმური ოკეანის გამყარების შედეგად.
წყარო:
https://www.scien...n-the-moon