შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

იუპიტერის მთვარეზე აღმოაჩინეს სუფრის მარილი
იუპიტერის მთვარეზე აღმოაჩინეს სუფრის მარილი

ჟურნალ Science Advance-ს ივნისის ნომერში კალიფორნიის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარების სტატიაში ნათქვამია, რომ Hubble (NASA/ESA) კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებზე დაყრდნობით მათ აჩვენეს, რომ ყვითელი ლაქები იუპიტერის მთვარე ევროპის ზედაპირზე წარმოადგენს ნატრიუმქლორიდს, ანუ სუფრის მარილს. ეს აღმოჩენა მიგვანიშნებს, რომ ევროპის ყინულქვეშა ოკეანის ქიმია უფრო ახლოა დედამიწის ოკეანეების მახასიათებლებთან ვიდრე აქამდე გვეგონა.

ევროპის ზედაპირული ყინულის ქვეშ მდებარეობს მარილიანი თხევადი ოკეანე, რაც მას აქცევს მზის სისტემაში სიცოცხლის არსებობის ერთ-ერთ საუკეთესო კანდიდატად. ამ ოკეანეში სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობა დიდ წილად დამოკიდებულია მის ქიმიურ შემადგენლობაზე.

ამჟამად ევროპას ოკეანის ქიმიის შესწავლის ერთადერთ არხი არის მისი გეოლოგიურად ახალი ზედაპირის შემადგენლობის კვლევა. კოსმოსური მისიის Galileo (NASA) მონაცემების თანახმად ევროპაზე დომინირებს სამი ქიმიური ელემენტი: წყლის ყინული, გოგირდოვანი მჟავები და ჰიდრატები და მაგნიუმის სულფატები.

თუმცა, ეს მონაცემები შეიცვალა, როცა კეკის ობსერვატორიის (ჰავაი) მაღალი სპექტრალური გარჩევადობის ხელსაწყოებით მაგნიუმის სულფატები აღმოჩენილი ვერ იქნა. თავდაპირველი სპექტრალური ანალიზის შეცდომა გამოიწვია მინერალების მოყვითალო ფერმა.

ახალ კვლევაში მეცნიერებმა ლაბორატორიაში დასხივების ქვეშ, ევროპის მსგავს პირობებში მოათავსეს დედამიწის ოკეანეების მარილი. მარილმა შეიცვალა ფერი და მისი სპექტრალური მახასიათებლები დაემთხვა ევროპის მონაცემებს.

Hubble კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით მკვლევარებმა ასევე შეისწავლე სპეციფიკური შთანთქმის სპექტრი 450 ნანომეტრი ხილული ტალღისთვის. ახალმა ინფრაწითელმა დაკვირვებებმა, რომელიც დაახლოებით 40-ჯერ უფრო ზუსტი იყო, დაადასტურა, რომ სპექტრი კარგად ემთხვევა დასხივებული სუფრის მარილის მონაცემებს. ამან მეცნიერებს საშუალება მისცა ევროპის ზედაპირზე არსებული ყვითელი მინერალი გაეიგივებინათ ნატრიუმქლორიდთან (სუფრის მარილი). ამის შემდეგ შეკითხვა დაისვა ზემოდან იყო ჩამოვარდნილი ეს მარილები თუ ოკეანედან იყვნენ ამოსული. ზედაპირის ქაოსურ ლანდშაფტთან კორელაცია (იხ. სურათი) მიუთითებს მარილების შინაგანი წყაროზე. ეს აჩვენებს, რომ ევროპის ოკეანეს ფსკერი ჰიდროთერმულად აქტიურია, ანუ ევროპა გეოლოგიურად უფრო საინტერესო პლანეტაა ვიდრე აქამდე ეგონათ.

წყარო:

http://www.sci-news.com/astronomy/sodium-chloride-europa-07285.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.