ძალიან დიდი მასის მქონე ვარსკვლავების კოლაფსისას შესაძლებელია გაჩნდნენ ნეიტრონული ვარსკვლავები, ან შავი ხვრელები. დიდი ხანია ასტრონომები კამათობენ ამ ობიექტების მასებს შორის განსხვავების პრობლემაზე. აღმოჩენილიდან ყველაზე მძიმე ნეიტრონული ვარსკვლავის მასა 2.5 მზის მასას უტოლდება, ხოლო ყველაზე მსუბუქი შავი ხვრელს მასა 5 მზის მასაა. კითხვა ის არის, არსებობს თუ არა რაიმე შუალედური ობიექტი ამ მასურ დიაპაზონში?
The Astrophysical Journal Letters ივნისის ნომერში გამოქვეყნდა LIGO/Virgo კოლაბორაციის სტატია 2019 წლის 14 აგვიტოს დაფიქსირებული გრავიტაციული ტალღური სიგნალის GW190814 ანალიზით. გამოყენებული ალგორითმის თანახმად სიგნალი შეესაბამება 23 მზის მასის შავი ხვრელის შერწყმას 2.6 მზის მასის იდუმალ ობიექტთან, რომლის მასა მდებარეობს ნეიტრონულ ვარსკვლავებისა და შავ ხვრელების მასებს შორის არსებულ აკრძალულ დიაპაზონში. სწორედ აქედან მოდის მისი სახელიც 'შავი ნეიტრონული ვარსკვლავი'. ასეთი ასტრონომიული ობიექტების არსებობას მეცნიერები შეუძლებლად თვლიდნენ და ახლა საჭიროა ნეიტრონული ვარსკვლავებისა და შავი ხვრელების წარმოქმნის მოდელების გადახედვა.
GW190814 ბინარული სისტემის საწყისი ობიექტების მასების ფარდობა 9 არის, რაც ყველაზე დიდია აქამდე გრავიტაციული ტალღებით დაკვირვებულ მოვლენებს შორის. შერწყმის შედეგად უნდა შექმნილიყო დაახლოებით 25 მზის მასის შავი ხვრელი ჩვენგან დაახლოებით 800 მილიონი სინათლის წლის მანძილზე.
GW190814-ს არ მოჰყოლია ელექტრო-მაგნიტური გამოსხივება, რაც LIGO/Virgo კოლაბორაციის მეცნიერების აზრით შესაძლოა გამოწველი იყოს შემდეგი სამი მიზეზით:
1. დაჯახება მოხდა 2017 წელს ელექტრო-მაგნიტური ტალღებითაც დაფიქსირებული ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმის მოვლენაზე 6-ჯერ შორ მანძილზე;
2. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ორივე ობიექტი შავ ხვრელს წარმოადგენდა და არ ასხივებდა სინათლეს;
3. 9-ჯერ მძიმე შავმა ხვრელმა მთლიანად ჩაყლაპა ნეიტრონული ვარსკვლავი თავისი გამოსხივებით.
სტატიის ავტორების აზრით უფრო ალბათურია, რომ GW190814 მოვლენის მცირე სხეული იყოს მსუბუქი შავი ხვრელი, თუმცა ისინი არ გამორიცხავენ სხვა შესაძლებლობებსაც. არსებობს მსუბუქი შავი ხვრელების ჩამოყალიბების მოდელები, მაგალითად 3 ვარსკვლავიან სისტემებში. მაშინ როცა, თუ ობიექტი აღმოჩნდება მძიმე ნეიტრონული ვარსკვლავი, მაშინ შესაცვლელი გახდება ვარსკვლავების ევოლუციის ამჟამინდელი შეხედულებები.
როგორც სტატიის ერთ-ერთი ავტორი Nils Andersson (სოუსჰემპტონის უნივერსიტეტი) ამბობს - „ბირთვული ფიზიკა არ არის ზუსტი მეცნიერებაა სადაც ყველაფერი გარკვეულია. ჩვენ არ ვიცით როგორ იქცევიან ბირთვული ძალები ექსტრემალურ პირობებში ნეიტრონული ვარსკვლავის შიგნით. ასე რომ ყველა თეორია რომელიც გაგვაჩნია შეიცავს რაღაც გაურკვევლობას.“
Sheila Rowan (გლაზგოს უნივერსიტეტი) ამბობს, რომ ეს აღმოჩენა ერთგვარი გამოწვევაა თანამედროვე თეორიული მოდელებისთვის.
„მეტი კოსმოსური დაკვირვება და კვლევა იქნება საჭირო რათა ზუსტად გავიგოთ ეს ახალი ობიექტი ნამდვილად არის რაღაც რაც აქამდე არ აღმოგვიჩენია, თუ უბრალოდ ყველაზე მსუბუქი შავი ხვრელია რომელიც აქამდე შეგვიმჩნევია.“
წყარო :
https://www.bbc.c...t-53151106