შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 8

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

პირველად მოხერხდა შუალედური მასის შავი ხვრელის რეგისტრაცია
პირველად მოხერხდა შუალედური მასის შავი ხვრელის რეგისტრაცია

მიუხედავად იმისა, რომ გრავიტაციული ტალღები ნაწინასწარმეტყველები იქნა ფარდობითობის ზოგადი თეორიის ფარგლებში 1916 წელს, მათი აღმოჩენა მხოლოდ 100 წლის შემდეგ მოხერხდა LIGO და VIRGO ლაზერული ინტერფერომეტრების მეშვეობით. LIGO/VIRGO კოლაბორაციამ უკვე განახორციელა დაკვირვებების 3 სეზონი (O1, O2 და О3), რომელთა განმავლობაში ათეულობით, მათ შორის ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმის შესაბამისი, ტალღური სიგნალის რეგისტრაცია მოხერხდა.

ახლახან მეცნიერთა შორის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სიგნალმა GW190521, რომლის რეგისტრაცია LIGO/VIRGO კოლაბორაციის მიერ მოხდა 2019 წლის 21 მაისს. როგორც გამოთვლებმა აჩვენა გრავიტაციული ტალღების ეს ნაკადი გამოიწვია 66 და 85 მზის მასის მქონე შავი ხვრელების შერწყმის შედეგად 142 მზის მასის მქონე შავი ხვრელი წარმოქმნამ ჩვენგან 5 გიგაპარსეკ მანძილზე. ეს აჩვენებს, რომ GW190521 აქამდე დანახულ ანალოგიურ მოვლენათა შორის უშორესია - იგი მოხდა მაშინ როცა სამყაროს ასაკი მისი ეხლანდელი ასაკის დაახლოებით ნახევარს შეადგენდა.

GW190521 მოვლენას რამდენიმე მოულოდნელობა უკავშირდება. ჯერ ერთი, პირველად მოხდა შუალედური, 150 მზის მასის რიგის, შავი ხვრელის დამზერა. გარდა ამისა ბინარული სისტემის მძიმე კომპონენტის - 85 მზის მასის შავი ხვრელის არსებობაა პრობლემატური. საქმე იმაშია, რომ 65 მზის მასაზე უფრო მსუბუქი შავი ხვრელები ზეახალი ვარსკვლავების აფეთქების შედეგად წარმოიქმნებიან და ამ პროცესის ფიზიკა მეცნიერთათვის მეტნაკლებად გასაგებია. 120 მზის მასაზე უფრო მძიმე შავი ხვრელების გენეზისიც გასაგებია, ისინი ძალიან მასიური ვარსკვლავების იმპლოზიის (შებრუნებული აფეთქების) შედეგად იქმნებიან ევოლუციის გარკვეულ ეტაპზე. შუალედური შავი ხვრელების წარმოქმნის მექანიზმები კი ჯერაც გაურკვეველია. ერთი ჰიპოთეზის თანახმად ისინი ვარსკვლავების და შავი ხვრელების მრავლობითი შეჯახებების შედეგად წარმოიქმნებიან ვარსკვლავთა მჭიდროდ დასახლებულ გროვებში.

GW190521 სიგნალის ანალიზის შედეგები LIGO/VIRGO კოლაბორაციის მიერ გამოქვეყნებული იქნა ჟურნალების Physical Review Letters და Astrophysical Journal Letters სექტემბრის ნომრებში.

წყარო:

https://scitechdaily.com/massive-bang-in-ligo-and-virgo-gravitational-wave-detectors-fabric-of-space-time-shaken-by-binary-black-hole-merger/

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.