შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

2020 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში შავ ხვრელების კვლევებისთვის გაიცა
2020 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში შავ ხვრელების კვლევებისთვის გაიცა

შავი ხვრელების არსებობის შესაძლებლობა პირველად აჩვენა კარლ შვარცშილდმა 1915 წელს, თუმცა მხოლოდ 1965 წელს როჯერ პენროუზის (ოქსფორდის უნივერსიტეტი) მიერ მოხერხდა იმის მკაცრად დამტკიცება, რომ შავი ხვრელები მასიური ვარსკვლავების კოლაფსის შედეგად წარმოიშვებიან. პენროუზის კვლევები ითვლება ფუნდამენტურ შრომებად ფარდობითობის ზოგად თეორიაში სინგულარობების პრობლემის შესწავლის მიმართულებით.

რიჰარდ გენცელი (მაქს პლანკის ინსტიტუტი, გერმანია) და ანდრეა გეზი (კალიფორნიის უნივერსიტეტი, ლოს ანჟელესი) 1990-იან წლებში ხელმძღვანელობდნენ ასტრონომების ჯგუფებს, რომლებიც ინფრაწითელ დიაპაზონში აკვირდებოდნენ ვარსკვლავების ორბიტებს ჩვენი გალაქტიკის ცენტრში. შედეგად მათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აჩვენეს, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს ზემასიური შავი ხვრელი.

ტრადიციულად ნობელის პრემიების გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი დეკემბერში ტარდება, თუმცა წელს ცერემონია გაუქმდა პანდემიის გამო.

წყარო:

https://www.nobelprize.org/prizes/physics/2020/press-release/

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.