შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

დააფიქსირეს მზის ნეიტრინოების ახალი კლასი
დააფიქსირეს მზის ნეიტრინოების ახალი კლასი

მზის ბირთვში მიმდინარეობს ორი ტიპის თერმობირთვული რეაქცია რომლების შედეგადაც წარმოიქმნებიან დიდი რაოდენობით ნეიტრინოები. მეცნიერები აქამდე აკვირდებოდნენ მზიდან წამოსულ მხოლოდ ერთი ტიპის ნეიტრინოებს. თუმცა 23 ივნისს ჩატარებულ Neutrino 2020 ვირტუალურ შეხვედრაზე Borexino-ს ექსპერიმენტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მათ შეძლეს მეორე ციკლთან დაკავშირებული ნეიტრინოების დაფიქსირებაც.

„ამ შედეგით Borexino-მ საბოლოოდ მოჰფინა ნათელი მზის ბირთვში მიმდინარე ორივე ტიპის პროცესის არსებობას.“ - ამბობს Gioacchino Rauncci (ბირთვული კვლევების ინსტიტუტი, მილანი).

უნდა აღინიშნოს, რომ Neutrino 2020 ვირტუალური შეხვედრის დროს წარდგენილი იქნა მხოლოდ წინასწარი შედეგები, რომლებსაც ჯერ არ გაუვლია სამეცნიერო ჟურნალის რეფერირება.

მზის ბირთვში წყალბადი გარდაიქმნება ჰელიუმში ორი სხვადასხვა გზით. პირველი, ცნობილი როგორც პროტონ-პროტონული ჯაჭვი, წარმოქმნის მზის ენერგიის 99 % ს. შერწყმის სხვა პროცესებს წარმოადგენს ე. წ. CNO ციკლი, ნახშირბადის, აზოტის და ჟანგბადის მონაწილეობით. Borexino-ს აქამდე დაფიქსირებული ჰქონდა ნეიტრინოები პროტონ-პროტონული ჯაჭვიდან, ხოლო CNO ციკლის ნეიტრინოები არსად ჩანდნენ.

რომის ჩრდილოეთით მთებში მდებარეობს გრან სასოს ნაციონალური ლაბორატორია. მის ქვეშ, ღრმა გვირაბებში განთავსებული Borexino-ს ექსპერიმენტი, სადაც სითხით სავსე ავზში აკვირდებიან ნათებებს რომლებსაც ელექტრონები გამოსცემენ როდესაც მათ ეჯახებათ ნეიტრინოები. მკვლევარები უკვე წლებია ცდილობენ ამ ხელსაწყოს მგრძნობელობის გაზრდას, რათა გამოევლინათ CNO ციკლის ნეიტრინოებიც. ამ ნაწილაკების დაკვირვება რთულია, მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია უნდა იყოს, ყოველ წამში 1 სმ2 ზედაპირს კვეთს CNO ციკლის 700 მილიონამდე ნეიტრინო.

რადგან CNO ციკლის ნეიტრინოების რაოდენობა დამოკიდებულია მზეში ნახშირბადის, აზოტის და ჟანგბადის კონცენტრაციაზე, ნეიტრინოების შესწავლა შეიძლება დაგვეხმაროს გავარკვიოთ რამდენი წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ელემენტია მზის ბირთვში, თვისება რომელიც ცნობილია როგორც მეტალურობა. სხვადასხვა თანამედროვე გაზომვები იძლევა მზის მეტალურობის განსხვავებულ მნიშვნელობას. მომავალში CNO ციკლის ნეიტრინოების რაოდენობის დაზუსტება კი შესაძლებელია დაგვეხმაროს ამ პრობლემის გადაჭრაში.

CNO ციკლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მზეზე მძიმე ვარსკვლავებში, რადგან ის უკვე მათ ბირთვში მიმდინარე ძირითადი პროცესია. ხოლო მზისთვის ამ ციკლის შესწავლა დაგვეხმარება უფრო მარტივად გავიგოთ თუ რა ხდება სხვა ვარსკვლავების ბირთვებში.

წყარო:
https://www.scien...s-borexino

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.