შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 306
ბოლო წევრი: Alesandro

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

M87 გალაქტიკის ზემასიურ შავ ხვრელის ახალი სურათი
M87 გალაქტიკის ზემასიურ შავ ხვრელის ახალი სურათი

ჟურნალ The Astrophysical Journal Letters-ის 2021 წლის მარტის ნომერში დაიბეჭდა EHT და ALMA კოლაბორაციების ორი სტატია სადაც მოყვანილია მათ მიერ M87 გალაქტიკის ცენტრში მდებარე სუპერმასიურ შავ ხვრელის გამოსხივების ახალი ანალიზი. გამოქვეყნებულ სურათზე გათვალიწინებულია შავი ხვრელის გამოსხივების პოლარიზაციაც, რამაც ასტრონომებს საშუალება მისცათ ეპოვნათ მაგნიტური ველის დაძაბულობა და სტრუქტურა შავი ხვრელის გარშემო და შეეფასებინათ თუ რამდენად ძლიერი ჯეტები შეიძლება წარმოიშვას ამ რეგიონში.

ზეგამტარი ოთახის ტემპერატურაზე დაბალი წნევისას
ზეგამტარი ოთახის ტემპერატურაზე დაბალი წნევისას

ჟურნალ Physical Review Letters მარტის ნომერში დაიბეჭდა როჩესტერის, ნიუ-იორკის და ლას-ვეგასის უნივერსიტეტის მკვლევართა სტატია, სადაც ისინი გვაუწყებენ, რომ მათ მოახერხეს ოთახის ტემპერატურაზე ზეგამტარობის მისაღებად საჭირო წნევის შემცირება.

ხელოვნური ინტელექტი 3D ჰოლოგრამებს ქმნის
ხელოვნური ინტელექტი 3D ჰოლოგრამებს ქმნის

ჟურნალ Nature-ს 2021 წლის მარტის ნომერში დაიბეჭდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარების სტატია რომელიც ეძღვნება ნეირონული ქსელების გამოყენებით მოძრავი ობიექტების 3D ჰოლოგრამების შექმნას.

მეტალების ფოტონიკაში გამოყენება მითს აღარ წარმოადგენს
მეტალების ფოტონიკაში გამოყენება მითს აღარ წარმოადგენს

ჟურნალ Nature Communications 2021 წლის თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა ოტავას უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის სტატია, სადაც ისინი ასაბუთებენ მეტალების ნანო-სტრუქტურების გამოყენების მნიშვნელობას ფოტონიკაში.

Juno დააკვირდა იუპიტერის აისის გრიგალების სრულ ციკლს
Juno დააკვირდა იუპიტერის აისის გრიგალების სრულ ციკლს

2021 წლის 16 მარტს ჟურნალ AGU Advances-ში გამოქვეყნდა ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, რომელშიც იუპიტერის გარშემო Juno-ს (NASA) პირველი 20 შემოვლის მონაცემებზე დაყრდნობით მოცემულია იუპიტერის ე. წ. აისის გრიგალების ევოლუციის სრული სურათი. ეს უცნაური ნათება, რომელიც ჩნდება იუპიტერის ბნელ მხარეს და რამდენიმე საათი გრძელდება, დედამიწის ატმოსფეროში დაკვირვებული მაგნიტური გრიგალების ანალოგიური აღმოჩნდა.

დაკარგული ბარიონები ნაპოვნია გალაქტიკური ჰალოს კიდეებში
დაკარგული ბარიონები ნაპოვნია გალაქტიკური ჰალოს კიდეებში

ჟურნალ Physical Review D მარტის ნომერში გამოქვეყნდა მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფის ორი სტატია კოსმოსური მიკროტალღური ფონის საშუალებით გალაქტიკებში დაკარგული მასის აღმოჩენის შესახებ.

ყოველწლიურად მზის სისტემას დაახლოებით 7 ვარსკვლავთშორისი ობიექტი სტუმრობს
ყოველწლიურად მზის სისტემას დაახლოებით 7 ვარსკვლავთშორისი ობიექტი სტუმრობს

ვარსკვლავთშორისი სივრცის კვლევის ინიციატივის ფარგლებში გაერთიანებული მეცნიერების ბოლო კვლევის თანახმად, მზის სისტემაში ყოველწლიურად დაახლოებით 7 ვარსკვლავთშორისი ობიექტი შემოდის, რომელთა ორბიტების დადგენა შესაძლებელია, რაც ქმნის უახლოეს მომავალში მათი კოსმოსური ხომალდების საშუალებით შესწავლის შესაძლებლობას.

რა შეიძლება გვითხრას სამყაროს გრავიტაციულმა ტალღურმა ფონმა ფარული მატერიის შესახებ
რა შეიძლება გვითხრას სამყაროს გრავიტაციულმა ტალღურმა ფონმა ფარული მატერიის შესახებ

შარშან NANOGrav კოლაბორაციამ გამოაცხადა სამყაროს გრავიტაციული ტალღური ფონის დაფიქსირების შესახებ. ჟურნალის SciPost Physics, 2021 წლის თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში მაინცის უნივერსიტეტის მეცნიერები ვარაუდობენ, რომ NANOGrav კოლაბორაციიის მონაცემები შესაძლოა მიუთითებდნენ ახალი ფიზიკის არსებობაზე ნაწილაკების სტანდარტული მოდელის მიღმა.

სუპერ მასიური შავი ხვრელების წინაპრები
სუპერ მასიური შავი ხვრელების წინაპრები

ჟურნალმა Monthly Notices of the Royal Astronomical Society 4 მარტს დასაბეჭდად მიიღო მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, სადაც ისინი განიხილავენ შესაძლებლობას, რომ გალაქტიკის ცენტრებში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელები წარმოიშვნენ ადრეულ სამყაროში აფეთქებული III თაობის მძიმე ვარსკვლავების ნარჩენებზე.

მეცნიერებმა შავი ხვრელის მოძრაობა დააფიქსირეს
მეცნიერებმა შავი ხვრელის მოძრაობა დააფიქსირეს

2021 წლის 12 მარტს Astrophysical Journal- ში გამოქვეყნდა ჰარვარდის სიმფსონის ასტროფიზიკის ცენტრის მკვლევარების მრავალწლიანი დაკვირვების შედეგები, რომლებიც ადასტურებენ J0437+2456 გალაქტიკის ცენტრში მდებარე ზერმასიური შავი ხვრელის მოძრაობას.