შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 307
ბოლო წევრი: anastasia papukashvili

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

მეცნიერებმა შავი ხვრელის მოძრაობა დააფიქსირეს
მეცნიერებმა შავი ხვრელის მოძრაობა დააფიქსირეს

2021 წლის 12 მარტს Astrophysical Journal- ში გამოქვეყნდა ჰარვარდის სიმფსონის ასტროფიზიკის ცენტრის მკვლევარების მრავალწლიანი დაკვირვების შედეგები, რომლებიც ადასტურებენ J0437+2456 გალაქტიკის ცენტრში მდებარე ზერმასიური შავი ხვრელის მოძრაობას.

უკან გადადგმული ნაბიჯი მაიონარას ფერმიონების კვლევაში
უკან გადადგმული ნაბიჯი მაიონარას ფერმიონების კვლევაში

2021 წლის 8 მარტს ნიდერლანდელი მეცნიერების ჯგუფმა უკან გამოითხოვა თავიანთი 2018 წლის სტატი ჟურნალ Nature-დან, რადგან მასში შემოთავაზებული დასკვნები მაიორანას კვაზინაწილაკების აღმოჩენის შესახებ მეცნიერულად დაუსაბუთებელი გამოდგა.

ფიზიკოსებმა სუსტი გრავიტაციის გაზომვის რეკორდი დაამყარეს
ფიზიკოსებმა სუსტი გრავიტაციის გაზომვის რეკორდი დაამყარეს

2021 წლის 10 მარტს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ფიზიკოსებმა გაზომეს აქამდე განხილულებთან შედარებით ყველაზე მცირე მასის სხეულის, დაახლოებით 0.09 გრამი მასის ოქროს სფეროს გრავიტაციული ველი. ახალი მონაცემები შესაძლოა დაგვეხმაროს იმის გაგებაში, თუ როგორ ესადაგება გრავიტაციისა და კვანტური მექანიკის კანონები ერთმანეთს უმცირეს მასშტაბებზე.

ოდერონი აღმოჩენილია?
ოდერონი აღმოჩენილია?

TOTEM (CERN, შვეიცარია) და DØ (Tevatron, აშშ) კოლაბორაციებმა 5 მარტს გამართულ ონლაინ შეხვედრაზე გამოაცხადეს სამ-გლუონური მდგომარეობის, ე. წ. ოდერონის (odderon) აღმოჩენის შესახებ. ეს დაკვირვება მნიშვნელოვანია ძლიერი ურთიერთქმედების ძირეული თვისებების შესწავლის საქმეში.

ახალი აღმოჩენები CERN-ში
ახალი აღმოჩენები CERN-ში

2 მარტს CERN-ის LHCb კოლაბორაციამ გამოაცხადა ოთხი კვარკისგან შემდგარი 4 ახალი ადრონის აღმოჩენის შესახებ.

NASA-ს ახალმა მარსმავალმა მოძრაობა დაიწყო
NASA-ს ახალმა მარსმავალმა მოძრაობა დაიწყო

NASA-ს მეცნიერებმა ჩაატარეს 4 მარტს მარსის ზედაპირზე დასმული როვერის ტესტირება - მარსმავალი Perseverance პირველად გადაადგილდა წითელი პლანეტის ზედაპირზე. ძირითადი მისიის, მარსზე სიცოცხლის ნიშნების ძიების დაწყებამდე დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მსგავსი ტესტის ჩატარება.

მარსის მისიები გადამწყვეტ ფაზაში შედიან
მარსის მისიები გადამწყვეტ ფაზაში შედიან

18-19 თებერვლის ღამის 1 საათისთვის (თბილისის დროით) იგეგმება NASA-ს ზონდის მარსზე დაშვების პირდაპირი ტრანსლაცია.

დაზუსტდა ფარული მატერიის ნაწილაკების მასა
დაზუსტდა ფარული მატერიის ნაწილაკების მასა

ჟურნალ Physics Letters B-ს მარტის ნომერისთვის დასაბეჭდად მიღებული იქნა სასექსის უნივერსიტეტის თეორეტიკოსი ფიზიკოსების სტატია, სადაც რადიკალურად შემცირებულია ფარული მატერიის ჰიპოთეტური ნაწილაკების შესაძლო მასების დიაპაზონი. 

ჩინური მთვარის მისია წარმატებით დასრულდა
ჩინური მთვარის მისია წარმატებით დასრულდა

ჩინური მთვარის შემსწავლელი პროგრამის ფარგლებში, კოსმოსურმა აპარატმა „ჩანგ’ე-5“ (嫦娥五号 - ჩინური მთვარის ღვთაება), დედამიწაზე 1.731 კგ მთვარის გრუნტი ჩამოიტანა.

21 დეკემბერს იუპიტერი და სატურნი ცაზე “შეერთდებიან”
21 დეკემბერს იუპიტერი და სატურნი ცაზე “შეერთდებიან”

დეკემბერში ცაზე ძალიან იშვიათი მოვლენის ნახვაა შესაძლებელი - იუპიტერი და სატურნი მიუახლოვდებიან ერთმანეთს და 21 დეკემბერს როგორც თითქმის ერთი კაშკაშა ობიექტი ისე გამოჩნდებიან.