ჩვენ უკვე ვიუწყებოდით, რომ პლანეტარული ტელესკოპის Event Horizon Telescope პროექტის ფარგლებში, რომელიც იყენებს გაერთიანებული აპერტურის მეთოდს (ერთი და იგივე ობიექტის ერთდროული გადაღება რამდენიმე ერთმანეთისგან დაშორებული ტელესკოპის მეშვეობით), ამა წლის აპრილში დაიგეგმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავ ხვრელს, Sagittarius A* (მშვილდოსანი А*) ვიზუალიზაცია.
პროექტი Event Horizon Telescope, რომელიც წარმოადგენს დედამიწაზე 6 სხვადასხვა ადგილას განლაგებულ 8 რადიო ობსერვატორიის გაერთიანებას, დაიწყო 2006 წელს. ოპტიკურ დიაპაზონში შავი ხვრელი არ ჩანს მის გარშემო არსებული მტვერის და გაზის გამო. ამიტომ დაკვირვებებში მონაწილეობენ რადიოტელესკოპები, რადგან რადიოტალღებს ძალუძთ მტვერში გაღწევა.
2017 წლის 4 აპრილს Event Horizon Telescope-დან მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, 12 აპრილს უკვე მზად იყო Sagittarius A*-ს პირველი ვიზუალური სურათები სხვადასხვა სიხშირულ დიაპაზონში.
Sagittarius A*-ს რეალური სურათი რადიო დიაპაზონში:
შავი ხვრელის კომბინირებული სურათი რენტგენულ და ინფრაწითელ დიაპაზონებში კოსმოსური ობსერვატორიების Chandra და Hubble მონაცემების თანახმად:
Event Horizon Telescope პროექტი ჯერ არ დამთავრებულა, კიდევ მიმდინარეობს მიღებული ინფორმაციის დამუშავება. უნდა აღინიშნოს რომ ეს კვლევა იძლევა აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის შემოწმების კარგ შანსს.
წყარო: