შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

მაგელანის პატარა ღრუბელს 1.6 გიგაპიქსელის ზომის სურათი გადაუღეს
მაგელანის პატარა ღრუბელს 1.6 გიგაპიქსელის ზომის სურათი გადაუღეს

მაგელანის დიდი და პატარა ნისლეულები, ირმის ნახტომის თანამგზავრი ჯუჯა გალაქტიკები, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს სამხრეთ ნახევარსფეროში. ეს ობიექტები პორტუგალიელი მკვლევარის - ფერნანდო მაგელანის სახელს ატარებენ, რომელმაც დედამიწის გარშემო თავისი მოგზაურობის დროს 1519 წელს შენიშნა ეს ორი ობიექტი.

მაგელანის პატარა ნისლეული ზომით 15 ათასი სინათლის წლისაა და ასობით მილიონ ვარსკვლავს შეიცავს. ის დედამიწიდან 210 ათასი სინათლის წლითაა დაშორებული და ტუკანის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს. ხილულ დიაპაზონში მაგელანის პატარა ნისლეულის დეტალური შესწავლა შეუძლებელია ვარსკვლავთშორისი მტვრის დიდი რაოდენობის გამო. მტვრის საფარში „შესახედად" ESA-მ გამოიყენა მსოფლიოში უდიდესი ინფრაწითელი ტელესკოპი VISTA (Visible and Infrared Survey Telescope, 4.1 მ რეფლექტორით), რომელიც განთავსებულია პარანალის ობსერვატორიაში (ჩილე) და ოპერირებს სამხრეთ ევროპული ობსერვატორიის ფარგლებში. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა 1.6 გიგაპიქსელის ზომის სურათი - ყველაზე დიდი ზომის ინფრაწითელი ფოტო, რაც კი ოდესმე გადაუღიათ მაგელანის პატარა ღრუბლისთვის.

წყარო:
https://www.eso.o.../eso1714a/

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.