შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 306
ბოლო წევრი: Alesandro

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

მარსმავალ Curiosity-ს ბორბალი დაებზარა
მარსმავალ Curiosity-ს ბორბალი დაებზარა

NASA-ს მარსმავალ Curiosity-ს ალუმინის ბორბლების მორიგი შემოწმებისას გაირკვა, რომ მის მარცხენა შუა ბორბალს ორი მცირე ბზარი გასჩენია. ბზარები 19 მარტს მიღებულ ფოტოებზე დააფიქსირეს და როგორც ირკვევა ისინი წინა, 27 იანვრის შემოწმების შემდეგ გაჩნდა.

მზის ბატარეების ეფექტურობა იზრდება
მზის ბატარეების ეფექტურობა იზრდება

Nature Energy-ის მარტის ნომერში გამოქვეყნდა იაპონელი მეცნიერების შრომა, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ მაქსიმალურად მიუახლოვდნენ მზის ბატარეის ეფექტურობის ზღვარს.

ერთატომიანი მეხსიერება
ერთატომიანი მეხსიერება

Nature-ს მარტის ნომერში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად მოხერხდა 1 ბიტი ციფრული ინფორმაციის შენახვა ინდივიდუალურ ატომში. ეს არის გარღვევა ინფორმაციის შესანახი ხელსაწყოების მინიატურიზაციის პროცესში და შესაძლოა გამოდგეს მომავლის კვანტური კომპიუტერების საფუძვლად.

მუსიკის უკეთ აღქმა კვანტური ფიზიკის დახმარებით
მუსიკის უკეთ აღქმა კვანტური ფიზიკის დახმარებით

Journal of Mathematics and Music-ში 14 მარტს დასაბეჭდად მიიღეს ლონდონის Queen Mary-ის უნივერსიტეტის მეცნიერების სტატია მუსიკის უფრო სრულად აღთქმის ახალი მეთოდით, რომელიც ცნობილი მუსიკალური ეფექტის - ვიბრატოს ანალიზს ეფუძნება.

შავი ხვრელის "დანახვა" აპრილში დაიგეგმა
შავი ხვრელის "დანახვა" აპრილში დაიგეგმა

ურნალ Science-ის 3 მარტის ნომეში გამოქვეყნებულ სტატიაში გამოცხადდა, რომ საერთაშორისო პროექტის Event Horizon Telescope ფარგლებში, ჩვენი და მეზობელი M87 გალაქტიკების ცენტრში მდებარე შავ ხვრელებზე პლანეტარული რესურსებით დაკვირვების სენსი დაიწყება ამა წლის 5 აპრილს. გამოყენებული იქნება 12 რადიოტელესკოპი 8 ობსერვატორიიდან, რომლებიც მდებარეობენ ანტარქტიდაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში და ევროპაში. ერთად ისინი შექმნიან ინტერფერომეტრს დედამიწის ზომის ტელესკოპის გარჩევისუნარიანობით. მეცნიერები იმედოვნებენ დააფიქსირონ „შავი ხვრელის ჩრდილი“ მის გარშემო არსებული გაზის ნათების ფონზე.

გრავიტაციული ტალღების დეტექტორით შესაძლოა აქსიონების აღმოჩენაც
გრავიტაციული ტალღების დეტექტორით შესაძლოა აქსიონების აღმოჩენაც

ჟურნალ Physical Review D თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში ფიზიკოს თეორეტიკოსთა საერთაშორის ჯგუფი ამტკიცებს, რომ თუ ჰიპოთეტური ფარული მატერიის ნაწილაკები - აქსიონები არსებობენ, მაშინ მბრუნავმა შავმა ხვრელებმა შესაძლოა შექმნან ამ ნაწილაკების დიდი ღრუბელი. ეს ღრუბელი თავის მხრივ უნდა ასხივებდეს გრავიტაციულ ტალღებს, რომელთა დამზერა შესაძლებელი იქნება LIGO-ს მოდერნიზებული გრავიტაციული ანტენებით.

პრესკონფერენცია ეგზოპლანეტებთან დაკავშირებულ აღმოჩენაზე
პრესკონფერენცია ეგზოპლანეტებთან დაკავშირებულ აღმოჩენაზე

NASA-ს ვებ-გვერდზე 22 თებერვლისთვის დაანონსდა პრესკონფერენცია, რომელზეც სააგენტო აპირებს კოსმოსის კვლევის დარგში მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ განცხადების გაკეთებას.

Juno-ს ორბიტა აღარ შეიცვლება
Juno-ს ორბიტა აღარ შეიცვლება

17 თებერვალს NASA-ს სპეციალისტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ზონდი Juno ძრავასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დარჩება იუპიტერის შედარებით შორეულ ორბიტაზე თავისი რესურსების ამოწურვამდე 2018 წელს.

კვანტურ სამყაროში თერმოდინამიკის მეორე კანონი შესაძლოა ირღვევა
კვანტურ სამყაროში თერმოდინამიკის მეორე კანონი შესაძლოა ირღვევა

ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად ჩაკეტილ კვანტურ სისტემებში შესაძლოა ენტროპიის შემცირება, რაც ეწინააღმდეგება კლასიკური თერმოდინამიკის მეორე კანონს.

სინათლით მოხერხდა ერთდროულად ნაწილაკზე ზეწოლა და მისი მოქაჩვა
სინათლით მოხერხდა ერთდროულად ნაწილაკზე ზეწოლა და მისი მოქაჩვა

2017 წლის 23 იანვარს ჟურნალმა Physical Review Letters გამოაქვეყნა ჩინელი მეცნიერების სტატია სადაც ნაჩვენებია, რომ ერთი და იგივე მიკროობიექტზე სინათლის სხივით შესაძლებელია ზეწოლის და მოქაჩვის ძალების გამოწვევა. ამ ძალების ბალანსი დამოკიდებულია განათებული ობიექტის მდებარეობაზე, რაც შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას ახალი თაობის ოპტიკური მანიპულატორები და მიკროძრავები.