შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 306
ბოლო წევრი: Alesandro

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ანტიპროტონის მაგნიტურმა მომენტში ანომალიები არ გამოვლინდა
ანტიპროტონის მაგნიტურმა მომენტში ანომალიები არ გამოვლინდა

ჟურნალ Nature Communications-ის იანვრის ნომერში გამოქვეყნდა CERN-ში მომქმედი BASE ექსპერიმენტზე მიღებული ანტიპროტონის მაგნიტური მომენტის გაზომვების მონაცემები. შედეგები მილიონის 0.8 წილის სიზუსტით ემთხვევა ანალოგიურ გაზომვებს პროტონისთვის და ადასტურებს ე.წ. CPT-თეორემის მართებულობას.

CERN-ში პირველად მიიღეს ანტიწყალბადის ოპტიკური სპექტრი
CERN-ში პირველად მიიღეს ანტიწყალბადის ოპტიკური სპექტრი

ჟურნალმა Nature-მა 19 დეკემბერს დასაბეჭდად მიიღო CERN-ის ALPHA კოლაბორაციის სტატია, სადაც მოყვანილია ანტიწყალბადის ოპტიკური სპექტრის გაზომვის ექსპერიმენტის შედეგები. მონაცემები ადასტურებენ, რომ ჩვენი სამყაროს ერთ-ერთი ფუნდამენტური სიმეტრია - CPT - დიდი სიზუსტით ინახება.

მარსზე გაყინული ზღვა აღმოაჩინეს
მარსზე გაყინული ზღვა აღმოაჩინეს

ჟურნალ Geophysical Research Letters-ის ბოლო ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში ამერიკელი და კანადელი გეოფიზიკოსები ამტკიცებენ, რომ მარსის ზედაპირის ქვეშ აღმოაჩინეს გაყინული წყლის უზარმაზარი რეზერვუარი.

ნაწილაკების გაბნევისას უცნაური კანონზომიერება იპოვეს
ნაწილაკების გაბნევისას უცნაური კანონზომიერება იპოვეს

აღმოაჩინეს უცნაური კავშირი ელემენტარული ნაწილაკების გაბნევის ამპლუიტუდასა და ალგებრული გეომეტრიის მნიშვნელოვან რიცხვებს შორის.

გრავიტაციის ახალმა მოდელმა შესაძლოა ახსნას ფარული მატერია
გრავიტაციის ახალმა მოდელმა შესაძლოა ახსნას ფარული მატერია

8 ნოემბერს ლოს ალამოსის არქივში გამოქვეყნდა ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორის Erik Verlinde-ს ახალი სტატია, რომელშიც ნაჩვენებია, რომ გრავიტაციის მის მოდელს შეუძლია ახსნას გალაქტიკებში ვარსკვლავების მოძრაობა ფარული მატერიის შემოყვანის გარეშე.

ბნელი ენერგია შესაძლოა არ არსებობს
ბნელი ენერგია შესაძლოა არ არსებობს

ჟურნალ Scientific Reports-ის ბოლო ნომერში ასტრონომების საერთაშორისო კოლაბორაციამ გამოაქვეყნა სამყაროს გაფართოების ანალიზი Iа ტიპის ზეახალი ვარსკვლავების ახალი მონაცემების გამოყენებით. კვლევის თანახმად სამყაროს აჩქარებული გაფართოება, რომლის აღმოჩენისთვის 5 წლის წინ ნობელის პრემია გაიცა, შესაძლოა მითი აღმოჩნდეს. ახალი შედეგები უკეთესად ეთანხმება სამყაროს ნულოვანი აჩქარებით გაფართოების მოდელს, რომელიც არ თხოულობს ბნელი ენერგიის შემოყვანას.

Schiaparelli საბოლოოდ დაიკარგა
Schiaparelli საბოლოოდ დაიკარგა

პარასკევს, 21 ოქტომბერს, ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ევროპულ-რუსული მისიის დასაშვები მოდული Schiaparelli დიდი სიჩქარით დაეჯახა მარსის ზედაპირს და აფეთქდა.

შექმნეს პირველი დროის კრისტალი
შექმნეს პირველი დროის კრისტალი

მერილენდის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა რამდენიმე ატომისგან შემდგარ არაწონასწორულ სისტემაში შექმნეს პირველი „დროის კრისტალი“. ობიექტი წარმოადგენს იტერბიუმის იონებისგან შექმნილ რგოლებს, რომლებიც გაციებისას გადადიან მინიმალურ ენერგეტიკულ მდგომარეობაში და იწყებენ ბრუნვას თავისი ღერძის გარშემო დროის სიმეტრიის დარღვევის გამო.

წლევანდელი ნობელის პრემია ფიზიკაში ტოპოლოგიურ ფაზურ გადასვლებში გაიცა
წლევანდელი ნობელის პრემია ფიზიკაში ტოპოლოგიურ ფაზურ გადასვლებში გაიცა

2016 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში მიენიჭათ თეორიული კონდენსირებული გარემოს ფიზიკაში მომუშავე ამერიკელ ფიზიკოსებს დევიდ ტაულესს, დუნკან ჰალდეინს და ჯონ კოსტერლიცს მატერიის ტოპოლოგიური ფაზების და ტოპოლოგიური ფაზური გადასვლების აღმოჩენისთვის.

Rosetta კომეტას დაეჯახა
Rosetta კომეტას დაეჯახა

დღეს, 30 სექტემბერს, თბილისის დროით 14:40, ჩიურუმოვ-გერასიმენკოს კომეტასთან გეგმიური შეჯახებით ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ დაასრულა Rosetta-ს მისია.