შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 11

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

გრავიტაციულ ტალღებთან ასოცირებული ელექტრომაგნიტური სიგნალი ვერ მოიძებნა
გრავიტაციულ ტალღებთან ასოცირებული ელექტრომაგნიტური სიგნალი ვერ მოიძებნა

მესამე გრავიტაციული ტალღური სიგნალის, GW170104, რეგისტრაცია მოხდა აშშ-ში განთავსებული გრავიტაციული ობსერვატორია LIGO (Laser Interferometric Gravitational Observatory) მიერ 2016 წლის 30 ნოემბერს, თუმცა ინფორმაცია გავრცელდა მხოლოდ ახლახან, ჟურნალ Physical Review Letters-ში შესაბამისი სტატიის გამოსვლის შემდეგ. მოდელირების გამოყენებით მესამე სიგნალი, ისევე როგორც წინა ორი, ინტერპრეტირებული იქნა როგორც სამყაროში ორი შავი ხვრელის შერწყმის შედეგად გამოსხივებული გრავიტაციული ტალღა.

ამჟამად ნაკლებადაა შესწავლილი შავი ხვრელების შერწყმისას გამოსხივებული ელექტრომაგნიტური გამოსხივება, თუმცა მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის საკმაოდ მძლავრი უნდა იყოს, განსაკუთრებით რენტგენის და გამა დიაპაზონში. ამიტომ გამოყენებული მოდელების შესამოწმებლად მნიშვნელოვანია მოხდეს წყაროს დეტექტირება სხვადასხვა ტიპის ტალღების მეშვეობით. თუმცა გრავიტაციული ტალღების შესაძლო წყაროს მიერ ელექტრომაგნიტური გამოსხივების დაფიქსირება ამჯერადაც ვერ მოხერხდა. ამის შესახებ იტყობინებიან კოსმოსური გამა-ტელესკოპი Fermi-ს და რენტგენული კოსმოსური ტელესკოპების AstroSat-CZTI-ს და GROWTH-ს კოლაბორაციის მეცნიერები. მხოლოდ გამა ობსერვატორიამ AGILE (Astro-rivelatore Gamma a Immagini LEggero) დააფიქსირა რამდენიმე მეგა ელექტრო-ვოლტის ენერგიის მქონე გამოსხივება (სიგნალი E2) GW170104-დან 0.46 წამის შემდეგ, რომელიც 32 მილიწამი გრძელდებოდა. თუმცა მცირე სტატისტიკური სანდოობის გამო შეუძლებელია E2 სიგნალის GW170104 შემთხვევასთან კავშირის დადასტურება.

წყარო:

https://arxiv.org/abs/1706.00199

https://arxiv.org/abs/1706.00024

https://arxiv.org/abs/1706.00029

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.