შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

როგორ გაანადგურებს ასტეროიდი სიცოცხლეს დედამიწაზე
როგორ გაანადგურებს ასტეროიდი სიცოცხლეს დედამიწაზე

ასტეროიდის ჩამოვარდნის კომპიუტერული მოდელის თანახმად დედამიწაზე სიცოცხლეს გაანადგურებს არა ცუნამი, ან სეისმური ტალღები, არამედ ატმოსფეროში წარმოქმნილი დარტყმითი ტალღა და ქარები. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი მეცნიერები ჟურნალ Geophysical Research Letters-ის აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში. მათ ჩაატარეს 1,2 მილიონი კომპიუტერული მოდელირება 50,000 სხვადასხვა სცენარით, სადაც განსხვავდებოდა დაცემის ადგილი, კუთხე და სიჩქარე. ყოველ სცენარში მონაწილეობდა 24 სხვადასხვა ზომის ასტეროიდი 15-400 მეტრი რადიუსით. ერთერთი სცენარის მიხედვით 200 მეტრი რადიუსის ქვა 20 კმ/წ სიჩქარით ეჯახება ლონდონს და კლავს 8,7 მილიონზე მეტ ადამიანს, ძირითადად ქარის და დარტყმითი ტალღების გამო. ზოგადი ანალიზით ქარები და დარტყმითი ტალღები გამოიწვევს სიკვდილიანობის 60 %-ზე მეტს. ცუნამის ფაქტორზე, რომელიც წინა კვლევების თანახმად ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ დაღუპულების 1/5 მოდის. ის ასტეროიდებიც კი, რომლებიც დედამიწის ზედაპირთან მოახლოებამდე აფეთქდებიან, წარმოქმნიან მაღალი სიჩქარის ქარებს. ეს ქარები სწრაფად გაახურებენ ატმოსფეროს, ქვები კი, რომლებიც ამ აფეთქების შემდეგ ჩამოცვივდება, გამოიწვევს მეტ უბედურებას ვიდრე მიწისძვრები და ცუნამი.

სურათზე მოცემულია სიკვდილიანობის შეფასება დედამიწაზე ადამიანების განაწილების და ასტეროიდის დაჯახების შედეგად წარმოქმნილი ენერგიის მიხედვით.

ბრიტანელი მეცნიერების მიერ განხილული ყველაზე მომაკვდინებელი ასტეროიდი შეიწირავდა 117 მილიონზე მეტ ადამიანს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბევრი ასტეროიდი არ წარმოადგენს საფრთხეს. 18 მეტრის ზომის და 60 მეტრზე ნაკლები დიამეტრის ასტეროიდების ნახევარმა გამოიწვია 0 სიკვდილი. 56 მეტრზე პატარა ასტეროიდები ვერც აღწევენ დედამიწის ზედაპირამდე და ატმოსფეროში ფეთქდებიან. აღმოჩნდა, რომ წყალში ჩავარდნის შემთხვევაში ცუნამი იწვევდა სიკვდილიანობის 70-80 %-ს. ხმელეთთან დაჯახება კი იწვევდა მაღალ ტემპერატურას, ქარებს და დარტყმით ტალღებს და უმეტესი საკმარისად დიდი ასტეროიდისთვის ძირითადი მომაკვდინებელი მიზეზი სწორედ ეს ფაქტორებია, მაშინ როცა მიწისძვრებისა და აფეთქების შედეგად გამოწვეული ნგრევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა მხოლოდ 2 %-ს შეადგენს.

წყარო:

https://www.sciencenews.org/article/heres-how-asteroid-impact-would-kill-you

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.