შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ასაკოვანი პულსარი ახალგაზრდა თანამგზავრის მეშვეობით ბრუნვას უმატებს
ასაკოვანი პულსარი ახალგაზრდა თანამგზავრის მეშვეობით ბრუნვას უმატებს

როდესაც საკმარისად მასიური ვარსკვლავი ასრულებს საკუთარი სიცოცხლის ციკლს, ის ფეთქდება და ცენტრში წარმოქმნის ე. წ. პულსარს. პულსარი არის ზემკვრივი ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც სწრაფად ბრუნავს (როგორც წესი მილიწამების პერიოდით) და ასხივებს. დროთა განმავლობაში პულსარები კარგავენ ბრუნვით ენერგიას, თუმცა ბინარულ სისტემებში შეიძლება კვლავ აჩქარდნენ მათი თანამგზავრების დახმარებით. ახლახან მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა სწორედ ასეთი იშვიათი პულსარი (XB091D) შენიშნეს მეზობელ გალაქტიკა ანდრომედაში. ჟურნალ Astrophys. J. აპრილის ნომერში გამოქვეყნებულმა მათმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს პულსარი ბოლო მილიონი წელია უმატებს თავის ბრუნვის სიჩქარეს, რაც სავარაუდოდ მის თანამგზავრის დამსახურებაა.

XB091D-ის შესწავლა მოხდა კოსმოსური ობსერვატორიის XMM-Newton 2000-2013 წლებში მიღებული მონაცემების საფუძველზე. დადგინდა რომ XB091D არის ყველაზე ნელა მბრუნავი პულსარი, სრულ ბრუნს იგი 1.2 წამს ანდომებს, რაც 10 ჯერ მეტია დღემდე აღმოჩენილ სხვა პულსარებთან შედარებით. მეცნიერების აზრით XB091D არის „გაახალგაზრდავების“ ადრეულ ეტაპზე, მან აჩქარება მხოლოდ 1 მილიონი წლის წინ დაიწყო. მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ პულსარი და მისი კომპანიონი მდებარეობენ ანდრომედას ერთ-ერთ ძალიან მკვრივ სფერულ კლასტერში (B091D) ჩვენგან 2,5 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, პულსარის კომპანიონი არის 0,8 მზის მასის ვარსკვლავი და ბინარული სისტემის ბრუნვის პერიოდია 30,5 საათი. ვარაუდობენ რომ 50,000 წლის შემდეგ XB091D-ის ბრუნვის პერიოდი სხვა პულსარების მსგავსად გახდება მილიწამების რიგის.

 

GI-TfRqy8Ts

წყარო:

https://www.universetoday.com/135323/aging-pulsar-captured-new-companion-spinning-back/

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.