შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 8

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

2017 წლის ნობელი ფიზიკაში გრავიტაციულმა ტალღებმა მოიგეს
2017 წლის ნობელი ფიზიკაში გრავიტაციულმა ტალღებმა მოიგეს

ჩვენი წარმოდგენები სამყაროზე ძირითადად ემყარება ელექტრო-მაგნიტური გამოსხივების ანალიზს. არსებს სხვა სახის გამოსხივებაც, მაგალითად ნეიტრინული ნაკადები და გრავიტაციული ტალღები, რომელთა დასანახად პრინციპულად განსხვავებული ხელსაწყოებია საჭირო. სწორედ გრავიტაციული ტალღების დეტექტორების შექმნისათვის და მათი არსებობის ექსპერიმენტულად დადასტურებისთვის 2017 წლის ნობელის პრემია გადაეცათ ამერიკელ ფიზიკოსებს Rainer Weiss (პრემიის ნახევარი), Kip Thorne და Barry Barish (პრემიის ¼ თითოეულს).

გრავიტაციული ტალღების ობსერვატორია LIGO შექმნა ფიზიკოსების ჯგუფმა Rainer Weiss-ის ხელმძღვანელობით, Kip Thorne-მა შეასრულა თეორიული გამოთვლები, ხოლო Barry Barish-მა, რომელიც LIGO-ს ჯგუფს შეუერთდა 1994 წელს, ეს 40 კაციანი ენთუზიასტების გუნდი გადააქცია გიგანტურ საერთაშორისო LIGO/VIRGO კოლაბორაციად.

2015 წლის 14 სექტემბერს ლაზერულ-ინტერფერომეტრულმა გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიამ LIGO პირველად დააფიქსირა გრავიტაციული ტალღები, რაც ნიშნავდა ახალ რევოლუციას ფიზიკაში. შემდგომში გამოცხადდა კიდევ სამი ასეთი სიგნალის დეტექტირების შესახებ. გარდა თავად გრავიტაციული ტალღების აღმოჩენისა, კოლაბორაციის მიერ მიღებული შედეგები წარმოადგენენ საშუალო მასის (20-60 მზის მასა) შავი ხვრელების არსებობის და მათი შერწყმის პირველი დადასტურებას.

წყარო:

https://www.nobelprize.org/nobel_prizes/physics/laureates/2017/press.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.