შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

მეოთხე გრავიტაციული ტალღა დაფიქსირდა
მეოთხე გრავიტაციული ტალღა დაფიქსირდა

27 სექტემბერს LIGO-ს პრეს-რელიზის თანახმად მოხდა მეოთხე გრავიტაციული ტალღის აღმოჩენა უკვე სამი დეტექტორის მიერ, იტალიაში ახლახან მწყობრში შესული VIRGO დეტექტორის ჩათვლით. აღმოჩენის შესახებ მოთხრობილია ლოს ალამოსის არქივში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც მიღებულია დასაბეჭდად ჟურნალში Physical Review Letters.

როგორც წინა სამ შემთხვევაში გრავიტაციული ტალღების წყაროდ მოიაზრება ორი მასიური შავი ხვრელის შერწყმა. ტალღური სიგნალი, GW170814, დაფიქსირდა 14 აგვისტოს თბილისის დროით 15:51 და შეესაბამება დაახლოებით 31 და 25 მზის მასის მქონე შავი ხვრელების შერწყმას ჩვენგან 1.8 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე . შედეგად უნდა წარმოშობილიყო დაახლოებით 53 მზის მასის მქონე მბრუნავი შავი ხვრელი. სიგნალების სამ დეტექტორზე დაფიქსირებით და მათი მიღების დროში სხვაობით, რომელმაც LIGO-ოს ორი ანტენისთვის შეადგინა 7 მილიწამი, მოხერხდა წყაროს მდებარეობის შედარებით ზუსტი დადგენა ციური სფეროს სამხრეთ ნახევარსფეროში.

ინფორმაცია GW170814-ს შესახებ წინასწარ გავრცელდა არაოფიციალურად ამ მიმართულებიდან სხვადასხვა ტიპის ელექტრომაგნიტური სიგნალის მიღების შემდეგ. მეცნიერები მოელოდნენ, რომ ამჟამად მოხერხდა ორი ნეიტრონული ვარსკლავის შერწყმის შედეგად გამოსხივებული გრავიტაციული ტალღების მიღება. თუმცა ეს მოსაზრება არ დადასტურდა.

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.