ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ის მაისის ნომერში გამოქვეყნდა ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფის მიერ ვარსკვლავ N6946-BH1-ზე დაკვირვებების შედეგები, რომელიც ჩვენგან 22 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ გალაქტიკა NGC 6946-ში, მეტსახელად ''ფეიერვერკი'', მდებარეობს. N6946-BH1-ის მასა 25-ჯერ აღემატებოდა ჩვენი მზის მასას და მეცნიერები მოელოდნენ მის აეთქებას ზეახალ ვარსკვლავად, რომლის შემდეგ იგი უნდა გადაქცეულიყო შავ ხვრელად. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. N6946-BH1-ის ნათობამ 2009 წლის შემდეგ იწყო კლება და 2015 წელს იგი საერთოდ გაქრა. სავარაუდოდ ვარსკვლავი ზეახალად აფეთქების გარეშე პირდაპირ შავ ხვრელად გადაიქცა.
ვარსკვლავის გაქრობის ფაქტი გადაამოწმეს არიზონაში განთავსებული Large Binocular Telescope-ით და NASA-ს ორბიტალური ტელეაკოპები Hubble და Spitzer. თუ მოვლენა დადასტურდა მან შესაძლია ახსნას თუ რატომ ხედავენ შედარებით იშვიათად ასტრონომები ძალზე მისიური ვარსკვლავების ზეახლად აფეთქებას. შესაძლოა ასეთი ვარსკვლავების 30%-ის პირდაპირ შავ ხვრელად ტრანსფორმაცია ხდება.
წყარო:
https://www.nasa.gov/feature/goddard/2017/collapsing-star-gives-birth-to-a-black-hole
ვიდეო:
https://www.youtube.com/watch?time_continue=95&v=bL1sQjNsuws