შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 11

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

გრავიტაციული ასტრონომიის ერა დაიწყო
გრავიტაციული ასტრონომიის ერა დაიწყო

16 ოქტომბერს, LIGO-ს კოლაბორაციამ გამოაცხადა 2017 წლის 17 აგვისტოს მეხუთე გრავიტაციული ტალღის აღმოჩენის შესახებ. წინა ოთხი შემთხვევისგან განსხვავებით, რომლებიც შეეხებოდა ორმაგი შავი ხვრელების შერწყმის შედეგად გამოსხივებულ გრავიტაციულ ტალღებს, მეხუთე ტალღის წყაროდ გამოცხადდა 1,1 და 1,6 მზის მასის მქონე ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმა. მოვლენა, სახელად GW170817, მოხდა გალაქტიკაში NGC 4993, რომელიც ჩვენგან 130 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული (იხ. სურათი).

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველად მოხდა მოვლენის პარალელური დაკვირვება ოპტიკური ტელესკოპების საშუალებითაც. სამი გრავიტაციული დეტექტორის საშუალებით მოხერხდა წყაროს მდებარეობის დადგენა და შესაძლებელი გახდა ოპტიკური ტელესკოპების მისკენ მიმართვა.

სხვადასხვა კოლაბორაციების ერთობლივი სტატიები ამ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლებიც დათარიღებულია 2017 წლის 20 ოქტომბრით, ერთდროულად გამოჩნდა ლოს-ალამოსის მონაცემების ბაზაში 17 ოქტომბერს. ბოლო ორ დღეში კი უკვე ათეულობით ნაშრომი დაიწერა რომლებიც ეძღვნება დაკვირვებების ანალიზს. სწორედ GW170817-ს და მასთან ასოცირებული ელექტრომაგნიტური სიგნალების შესახებ წინასწარი ინფორმაცია გახდა ძირითადი მიზეზი, რომ ახლახან ნობელის კომიტეტმა 2017 წლის ნობელის პრემია ფიზიკის დარგში მიანიჭა LIGO-ს კოლაბორაციის სამ მეცნიერს.

წყარო:

https://en.wikipedia.org/wiki/GW170817

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.