შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ახალი ტიპის გრავიტაციული ტალღები აღმოაჩინეს?
ახალი ტიპის გრავიტაციული ტალღები აღმოაჩინეს?

გავრცელდა წინასწარი ინფორმაცია LIGO კოლაბორაციის მიერ, ჰიდრას თანავარსკვლავედში, ჩვენგან დაახლოებით 130 მილიონი სინათლის წელიწადით დაშორებულ გალაქტიკაში NGC 4993, ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმისას გამოსხივებული გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის შესახებ. ფაქტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ასეთი შემთხვევის დამზერა წესით ჩვეულებრივი ტელესკოპებითაც უნდა იყოს შესაძლებელი, მაშინ როცა აქამდე დადასტურებული სამი გრავიტაციული სიგნალის (რომელთა წყაროდ შავი ხვრელების შერწყმა მოიაზრება) შესაბამისი ელექტრო-მაგნიტური გამოსხივება ვერ იქნა დაფიქსირებული.

დაუდასტურებელი ინფორმაციით გრავიტაციული სიგნალი დაფიქსირდა როგორც აშშ-ში განთავსებულ LIGO-ოს ორივე დეტექტორზე, ასევე Virgo (იტალია) ლაბორატორიის მიერ, რომელიც მოდერნიზაციის შემდეგ აგვისტოში ჩადგა მწყობრში. მინიმუმ სამი დეტექტორის არსებობა კი აუცილებელია სიგნალის ზუსტი სივრცითი ლოკალიზაციისთვის.

ინფორმაციას ამყარებს ის ფაქტი, რომ წინა კვირაში სხვადასხვა მძლავრი ტელესკოპი, მათ შორის NASA-ს კოსმოსური ტელესკოპები Hubble და Chandra, ერთდროულად ახდენდა NGC 4993 გალაქტიკის დაკვირვებას. გარდა ამისა ცნობილი გახდა, რომ NASA-ს კოსმოსურმა ტელესკოპმა Fermi ამ რეგიონიდან დააფიქსირა ხისტი მოკლე გამა-სიგნალი.

25 აგვისტოს LIGO კოლაბორაციის დეტექტორებმა დაამთავრეს მონაცემების შეგროვების მორიგი ფაზა და გადავიდნენ მათი ანალიზის ეტაპზე. კოლაბორაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დაკვირვებებისას მოხერხდა რამოდენიმე საინტერესო სიგნალის დაფიქსირება და მათ სჭირდებათ რაღაც დრო, რომ დაადასტურონ მათი რეალურობა.

წყარო:

http://www.nature.com/news/rumours-swell-over-new-kind-of-gravitational-wave-sighting-1.22482

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.