შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 3

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა
სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა

დღეს დილით, 2018 წლის 14 მარტს, ცნობილი ინგლისელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი სტივენ უილიამ ჰოკინგი კემბრიჯში, საკუთარ სახლში, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 ფიზიკოსებს შორის ჰოკინგი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მოწინავე მეცნიერად ითვლებოდა. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფერო კოსმოლოგიას და კვანტურ გრავიტაციას მოიცავდა, ცნობილია მის ნაშრომები რომლებიც დიდი აფეთქების ფიზიკურ საფუძვლებს და შავი ხვრელების შიგნით სივრცე-დროის დეფორმაციას ეძღვნება. ჰოკინგი იმედოვნებდა, რომ ფარდობითობის თეორიისა და კვანტური მექანიკის სინთეზით შესაძლებელი იქნება განხორციელდეს ფიზიკოსთა მისწრაფება შეიქმნას ბუნების ძალთა დიდი გაერთიანების თეორია.

ჰოკინგი გამორჩეული მეცნიერების პოპულარიზატორი იყო, მისი ცნობილი სტატიებია „დროისა და სივრცის მსხვილმასშტაბური სტრუქტურა“, „ფარდობითობის ზოგადი თეორია: აინშტაინის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიმოხილვა“, „გრავიტაციის 300 წელი”; ასევე წიგნები „დროის მოკლე ისტორია“ (რომელიც ათ მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა), „შავი ხვრელები, ახალგაზრდა სამყარო“ და “ყველაფრის თეორია”. მათში საუბარია ადრეულ სამყაროზე, სივრცე-დროზე, შავ ხვრელებზე, სუპერსიმების თეორიაზე და სხვა.

ახალგაზრდობაში სტივენ ჰოკინგს ლუ გერიგის დაავადება, ანუ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაუდგინეს, რომელიც თითქმის სრულ პარალიზებაში გადაიზარდა. 30 წლის ასაკიდან მეცნიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სავარძლით გადაადგილდებოდა. ავადმყოფობის გამო ჰოკინგმა დაკარგა საუბრის უნარიც და მსოფლიოს სპეციალური მეტყველების გენერატორის მეშვეობით ეკონტაქტებოდა. გარდა იმისა, რომ აღნიშნული დააავდება ადამიანს მოძრაობის უნარს უკარგავს, ის იწვევს იმ კუნთების პარალიზებასაც, რომლის საშუალებითაც ადამიანი სუნთქავს. ამიტომ, როგორც წესი, ამ დაავადების მქონე ადამიანთა სიცოცხლე ხანმოკლეა. გასული საუკუნის 60-იან წლებში ექიმები თვლიდნენ, რომ მეცნიერს სიცოცხლის 2-3 წელი ჰქონდა დარჩენილი.

ექიმების პროგნოზი საბედნიეროდ არ გამართლდა, მძიმე დაავადებას არ შეუშლია ხელი ჰოკინგისთვის, ორჯერ დაქორწინებულიყო, ჰყოლოდა სამი შვილი და მიეღწია ისეთი პროფესიული წარმატებისთის, რამაც ის საქვეყნოდ ცნობილი გახადა. ცნობილი მეცნიერი ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი და დიდი ბრიტანეთის სამეფო, სამეცნიერო საზოგადოების და აშშ-ს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული პრემია. უახლოეს წლებში, ცნობილი ფიზიკოსი კოსმოსში გაფრენასაც კი გეგმავდა რიჩარდ ბრენსონის კომპანია Virgin group-ის შეთავაზების თანახმად. ასევე აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გამოვიდა ბიოგრაფიული ბრიტანული ფილმი „სტივენ ჰოკინგის სამყარო" (The Theory of Everything), სადაც მეცნიერის როლს ედი რედმეინი ასრულებს.

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.