2016 წლის იანვარში კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს მზის სისტემაში ახალი პლანეტის აღმოჩენის შესახებ. მათი ვარაუდით კლანეტა Х დედამიწაზე დაახლოებით 10-ჯერ მძიმეა და ამჟამად ყველაზე შორეულად მიჩნეული პლანეტა ნეპტუნივით (მანძილი მზიდან დაახლოებით 30 AU) გაზური გიგანტია. პლანეტა Х-ის დაშორება მზიდან მათი შეფასებით 600-1200 AU უნდა იყოს (კოიპერის სარტყლის გარეთ), ხოლო მისი მზის გარშემო ბრუნვის პერიოდი 15,000 წელი.
ვარაუდი პლანეტა Х-ის არსებობის შესახებ გამოითქვა მისი გრავიტაციული ზემოქმედების ანალიზით კოიპერის სარტყელის 6 დიდი ზომის ტრანსურანულ ობიექტზე. 2017 წლის ივნისში ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა პლანეტა Х-ის ძიების შედეგები ტრანსურანული ობიექტების კატალოგის OSSOS (Outer Solar System Origins Survey) რვა ობიექტის გამოყენებით. ამ რვა ობიექტიდან ოთხი, რომლებიც მზიდან 250 AU-ზე შორსაა, პირველად იქნა შესწავლილი. ამ ახალი მონაცემებით ერთ-ერთის (2015 GT50) პარამეტრები ისეთია, რომ პლანეტა Х-ის არსებობას ეჭვ ქვეშ აყენებს. თუმცა სხვა მონაცემებით პლანეტა Х-ის არსებობაზე მიგვანიშნებს სხვა 13 ტრანსურანული ობიექტი. ამასვე ადასტურებს კოიპერის სარტყელში კომეტების და ასტეროიდების ორბიტების პარამეტრების ესპანელი მეცნიერების ბოლოდროინდელი ანალიზი.
ამჟამად ცნობილია დაახლოებით 2,000 ტრანსურანული ობიექტი. მომავლის ობსერვატორიების, როგორიცაა LSST (Large Synoptic Survey Telescope) და JWST (James Webb Space Telescope), მეშვეობით მეცნიერებს იმედი აქვთ შეისწავლონ 40,000-მდე ასეთი ობიექტი, რაც მათ საშუალებას მისცემს დაადასტურონ ან უარყონ პლანეტა Х-ის არსებობა.